YouVersion Logo
Search Icon

Revelation 10

10
1და ვიხილე სხვა ანგელოზი, ძლიერი, ციდან ჩამომავალი, ღრუბლით შემოსილი, თავზე ცისარტყელით. მისი სახე იყო, როგორც მზე და მისი ფეხები, როგორც ცეცხლის სვეტები. 2ხელთ ჰქონდა პატარა გაშლილი გრაგნილი. და დააბიჯა მარჯვენა ფეხი ზღვას, ხოლო მარცხენა – მიწას. 3და დაიძახა დიდი ხმით, როგორც ლომი ღრიალებს. და როდესაც დაიძახა, თავ-თავისი ხმით ალაპარაკდა შვიდი ქუხილი. 4და როცა შვიდი ქუხილი ლაპარაკობდა თავ-თავისი ხმით, ჩაწერა დავაპირე და გავიგონე ხმა ციდან, რომელმაც თქვა: „დაბეჭდე, რასაც ლაპარაკობდა შვიდი ქუხილი, და ნუ დაწერ ამას.“ 5ანგელოზმა, რომელიც ვიხილე ზღვასა და მიწაზე მდგომი, ცისკენ აღაპყრო თავისი მარჯვენა ხელი #გამ 20:11; რჯ 32:40; დან 12:7; ამო 3:7. 6და დაიფიცა ცოცხალი უკუნითი უკუნისამდე, რომელმაც შექმნა ცა და რაც მასშია, მიწა და რაც მასშია, ზღვა და რაც მასშია, რომ დრო აღარ იქნება, 7არამედ ანგელოზის ხმის დღეებში, როცა ის დააყვირებს საყვირს, აღსრულდება ღმერთის საიდუმლო, როგორც ახარა მან თავის მსახურთ – წინასწარმეტყველებს.
8ხმა, რომელიც გავიგონე ციდან, კვლავ დამელაპარაკა და მითხრა: „მიდი და აიღე გაშლილი გრაგნილი, რომელიც ზღვასა და მიწაზე მდგომი ანგელოზის ხელშია.“#ეზკ 2:8—3:3. 9მივედი ანგელოზთან და ვუთხარი: „მომეცი გრაგნილი.“ და მითხრა: „აიღე და შეჭამე; მწარე იქნება ის შენს მუცელში, მაგრამ შენს პირში – თაფლივით ტკბილი.“ 10ავიღე გრაგნილი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე, და თაფლივით მეტკბო პირში. და, როცა შევჭამე, მუცელი გამიმწარა.
11და მითხრეს: „გმართებს კვლავ იწინასწარმეტყველო ხალხებისა და ერების, ენებისა და მრავალ მეფეთა შესახებ.“

Currently Selected:

Revelation 10: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in