Mark 3
3
1და კვლავ შევიდა სინაგოგაში და იყო იქ კაცი, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი. 2და უთვალთვალებდნენ, შაბათ დღეს თუ განკურნავდა, რომ ბრალი დაედოთ მისთვის. 3და უთხრა ხელგამხმარ კაცს: „დადექი შუაში.“ 4ეუბნება მათ: „შაბათ დღეს კეთილის კეთებაა ნებადართული თუ ბოროტისა? სიცოცხლის ხსნა თუ დაღუპვა?“ და დუმდნენ ისინი. 5გადახედა მათ რისხვით მათი გულდახშულობით შეწუხებულმა, და უთხრა იმ კაცს: „გაიწოდე ხელი!“ და მანაც გაიწოდა და აღუდგა ხელი. 6და გავიდნენ ფარისევლები და მაშინვე დაიწყეს თათბირი ჰეროდიანებთან ერთად მის წინააღმდეგ, როგორ დაეღუპათ იგი.
7იესო კი თავის მოწაფეებთან ერთად ზღვისკენ გაემართა. დიდძალი ხალხი მისდევდა მას გალილეიდან და იუდეიდან, 8იერუსალიმიდან, იდუმეადან, იორდანეს გაღმიდან. დიდძალი ხალხი მივიდა მასთან ტვიროსისა და სიდონის სანახებიდან, როდესაც გაიგეს, რა მოიმოქმედა. 9და უთხრა თავის მოწაფეებს, ნავი გაემზადებინათ მისთვის, რათა ხალხს არ შეევიწროვებინა, #მრკ 4:1; ლკ 5:1-3. 10რადგან ბევრი განკურნა, ისე რომ ზედ აწყდებოდა ყველა, ვისაც რა სენი სჭირდა, და ცდილობდა, შეხებოდა მას. 11უწმიდური სულებიც, როგორც კი მას დაინახავდნენ, ეცემოდნენ მის წინაშე და ყვიროდნენ და ამბობდნენ: „შენა ხარ ძე ღმერთისა!“ 12და მკაცრად უბრძანებდა მათ, რათა არ გაემჟღავნებინათ იგი.
13და ავიდა მთაზე და მოუხმო, ვინც მას სურდა, და მივიდნენ მასთან. 14და დაადგინა თორმეტნი, რათა მასთან ერთად ყოფილიყვნენ და გაეგზავნა საქადაგებლად, 15და ჰქონოდათ განკურნებისა და ეშმაკების განდევნის ხელმწიფება. 16და დაადგინა თორმეტნი და უწოდა სახელად: სიმონს – პეტრე; 17იაკობ ზებედესას და იოანეს, იაკობის ძმას უწოდა ბანერგეს, რაც ნიშნავს – ქუხილის ძენი; 18ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოზი და სიმონ კანანელი. 19და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
20და მივიდა სახლში და კვლავ იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ პურიც ვეღარ ჭამეს. 21და გაიგეს მისიანებმა და მის შესაპყრობად წამოვიდნენ, რადგან ამბობდნენ: „შეშლილი არის!“ 22იერუსალიმიდან ჩამოსულმა მწიგნობრებმა თქვეს: „ბელზებული ჰყავს და ეშმაკთა მთავრით სდევნის ეშმაკებს.“#მთ 9:34; 10:25. 23და მოუხმო მათ და იგავებით უთხრა: „როგორ შეუძლია სატანას სატანის განდევნა? 24თუ სამეფო თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სამეფო ვეღარ გაძლებს. 25და თუ სახლი თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სახლი ვეღარ გაძლებს; 26და თუ სატანა თავის თავს წინ აღუდგა და გაიყო, ვეღარ გაძლებს, არამედ დაუდგა აღსასრული. 27ვერავინ შეძლებს ძლიერის სახლში შესვლას და მისი ნივთების გატაცებას, თუ ჯერ ძლიერს არ შეკრავს, და მაშინღა გაძარცვავს მის სახლს. 28ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვა და გმობა მიეტევება კაცთა შვილებს, რამდენსაც უნდა გმობდნენ; 29ხოლო ვინც სულიწმიდას დაგმობს, აღარასოდეს მიეტევება, არამედ საუკუნო ცოდვის თანამდებია.“ – #ლკ 12:10. 30რადგან თქვეს: „უწმიდური სული ჰყავს.“
31და მივიდნენ მისი ძმები და დედა, გარეთ დადგნენ და გაგზავნეს მის დასაძახებლად. 32და ისხდა მის გარშემო ხალხი, და უთხრეს: „გარეთ არიან შენი დედა და შენი დები და შენი ძმები და გეძებენ.“ 33მიუგო მათ და უთხრა: „ვინ არიან ჩემი დედა და ჩემი ძმები?“ 34და გადახედა თავის გარშემო მსხდომთ და უთხრა: „აჰა, ჩემი დედა და ჩემი ძმები. 35რადგან ის, ვინც ღმერთის ნებას ასრულებს, არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც.“
Currently Selected:
Mark 3: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013