YouVersion Logo
Search Icon

Mark 16

16
1შაბათი რომ გავიდა, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსურნელებანი, რომ მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. 2და ერთშაბათს, დილით ადრე, მივიდნენ სამარხთან მზის ამოსვლისას. 3და ამბობდნენ ერთმანეთში: „ვინ გადაგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდან?“ 4გაიხედეს და დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო იყო ის ძალიან დიდი. 5შევიდნენ სამარხში და დაინახეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, სპეტაკი სამოსით შემოსილი, და შეშფოთდნენ. 6ის კი ეუბნება მათ: „ნუ შეშფოთდებით! თქვენ ეძებთ იესო ნაზარეველს, ჯვარცმულს. ის აღდგა, აქ არ არის. აჰა, ადგილი, სადაც ის დაასვენეს. 7მაშ წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: ‘აჰა, ის წინ მიგიძღვით გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის.’“#მთ 26:32; მრკ 14:28. 8და გამოვიდნენ და გაიქცნენ სამარხიდან, რადგან ძრწოლამ და განცვიფრებამ შეიპყრო ისინი. და არავის არაფერი უთხრეს, რადგან შეშინებულები იყვნენ.
9როდესაც აღდგა ერთშაბათის განთიადისას, პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, ვისგანაც შვიდი ეშმაკი განდევნა. 10ის წავიდა და შეატყობინა მათ, ვინც მასთან იყო – მგლოვიარეთ და მტირალთ. 11ხოლო მათ, როდესაც მოისმინეს, რომ ცოცხალია და მარიამმა იხილა იგი, არ ირწმუნეს.
12ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა იგი გზად მიმავალ ორ მათგანს, როდესაც სოფლისკენ მიდიოდნენ. 13ისინი მივიდნენ და სხვებს შეატყობინეს, მაგრამ არც ამათი ირწმუნეს.
14მოგვიანებით ეჩვენა თერთმეტს, ინახით მსხდართ, და უსაყვედურა ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ირწმუნეს მათი, რომლებმაც აღმდგარი იხილეს იგი. 15და უთხრა მათ: „მოიარეთ მთელი ქვეყნიერება და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას. #საქ 1:8. 16ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება. ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრი დაედება. 17ეს ნიშნები იქნება მორწმუნეთა თანმხლები: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკებს, ახალი ენებით ილაპარაკებენ, 18გველებს აიყვანენ ხელში და რაიმე მომაკვდინებელიც რომ შესვან, არ ავნებთ. ავადმყოფებს ხელებს დაადებენ და კარგად გახდებიან.“
19ასე, მათთან საუბრის შემდეგ უფალი იესო ამაღლდა ზეცად და დაჯდა ღმერთის მარჯვნივ. #საქ 1:9-11. 20ისინიც წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან. და უფალი შეეწეოდა მათ და განამტკიცებდა სიტყვას თანამდევი ნიშნებით. ამინ.

Currently Selected:

Mark 16: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in