Mark 14
14
1ორი დღის შემდეგ პასექისა და უფუარობის დღესასწაული იყო. მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ეძიებდნენ, როგორ შეეპყრათ იგი მზაკვრობით და მოეკლათ. #გამ 12:1-27. 2და ამბობდნენ: „ოღონდ დღესასწაულზე არა, რათა ხალხი არ აღშფოთდეს.“
3და როდესაც ბეთანიაში იყო, სიმონ კეთროვანის სახლში, და ინახად იჯდა, მივიდა ქალი, რომელსაც ალაბასტრონის ჭურჭლით ძვირად ღირებული ნარდის სუფთა ნელსაცხებელი ჰქონდა, გატეხა ალაბასტრონი და თავზე დაასხა მას. #ლკ 7:37,38. 4იყვნენ იქ ზოგიერთნი, რომლებიც აღშფოთებით ლაპარაკობდნენ ერთმანეთში: „ასე რად დაიხარჯა ნელსაცხებელი? 5ხომ შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა სამას დინარზე მეტად და ღარიბებისათვის დარიგება?“ და კიცხავდნენ მას. 6იესომ თქვა: „მოეშვით მაგას, რატომ აწუხებთ? მან კეთილი საქმე გამიკეთა მე. 7რადგან ღარიბები მუდამ თქვენთან გყავთ და, თუკი მოისურვებთ, შეგიძლიათ სიკეთე უყოთ მათ. მე კი მუდამ არ გეყოლებით.#რჯ 15:11. 8მან გააკეთა, რაც შეეძლო: წინასწარ სცხო ჩემს სხეულს ნელსაცხებელი დასამარხავად. 9ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგება სახარება მთელ ქვეყნიერებაზე, იტყვიან იმასაც, რაც მან გააკეთა, მის მოსაგონებლად.“
10იუდა ისკარიოტელი, ერთი იმ თორმეტთაგანი, წავიდა მღვდელმთავრებთან, რათა გაეცა იგი. 11მათ მოისმინეს და გაიხარეს, და აღუთქვეს მას ვერცხლის მიცემა. ის კი მარჯვე შემთხვევას ეძებდა, რათა გაეცა იგი.
12უფუარობის პირველ დღეს, როცა პასექი იკვლება, მისმა მოწაფეებმა უთხრეს მას: „სად გინდა, რომ წავიდეთ და მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?“ 13და გაგზავნა ორი თავის მოწაფეთაგან და უთხრა მათ: „წადით ქალაქში და შემოგხვდებათ კაცი, რომელსაც კოკით წყალი მოაქვს. გაჰყევით მას 14და სადაც შევა, უთხარით სახლის პატრონს: მოძღვარმა თქვა: ‘სად არის ჩემი სასტუმრო ოთახი, ჩემს მოწაფეებთან ერთად რომ ვჭამო პასექი?’ 15და ის გიჩვენებთ ზემო დარბაზს, მოფარდაგებულსა და გამზადებულს. იქ მოგვიმზადეთ.“ 16გამოვიდნენ მისი მოწაფეები და წავიდნენ ქალაქში, და იპოვეს, როგორც მან უთხრა, და მოამზადეს პასექი. 17როდესაც მოსაღამოვდა, მოვიდა თორმეტთან ერთად. 18და როცა ისხდნენ და ჭამდნენ, იესომ თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს მე.“ #ფს 40:10. 19ისინი შეწუხდნენ და ეკითხებოდნენ სათითაოდ: „მე ხომ არა?“ 20მან უთხრა მათ: „ერთი თორმეტთაგანი, ჩემთან ერთად ჯამში რომ ჩააწობს. 21რადგან კაცის ძე მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ, ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა კაცის ძე. ჯობდა იმ კაცისათვის, რომ არ დაბადებულიყო.“
22და როდესაც ისინი ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა, დატეხა, მისცა მათ და თქვა: „აიღეთ და ჭამეთ – ეს არის ჩემი სხეული!“ 23აიღო სასმისი, მადლი შესწირა და მისცა მათ, და იქიდან შესვა ყველამ. 24უთხრა მათ: „ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი.#გამ 24:8; იერ 31:31-34. 25ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როდესაც შევსვამ ახალს ღმერთის სასუფეველში.“ 26და იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე.
27ეუბნება მათ იესო: „ყველანი ცდუნდებით, რადგან დაწერილია: ‘დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან ცხვრები.’#ზაქ 13:7. 28მაგრამ ჩემი აღდგომის მერე წინ წაგიძღვებით გალილეაში.“#მთ 28:16. 29პეტრემ უთხრა მას: „თუნდაც ყველანი ცდუნდნენ, მაგრამ მე არა!“ 30და ეუბნება მას იესო: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე.“ 31ის კი მეტი დაჟინებით ამბობდა: „თუნდაც შენთან ერთად მოვკვდე, არ უარგყოფ.“ ასევე ამბობდნენ ყველანი.
32მივიდნენ ადგილზე, რომლის სახელია გეთსემანია, და ეუბნება თავის მოწაფეებს: „ისხედით აქ, სანამ ვილოცებ.“ 33წაიყვანა თავისთან ერთად პეტრე, იაკობი და იოანე. და იწყო წუხილი და ურვა. 34ეუბნება მათ: „დამწუხრებულია ჩემი სული სიკვდილამდე. იყავით აქ და იფხიზლეთ.“ 35გაიარა მცირედი და დაემხო მიწაზე და ლოცულობდა, რათა, თუ შესაძლებელი იყო, ასცდენოდა ეს ჟამი. 36და თქვა: „აბბა, მამაო, შენთვის ყოველივე შესაძლებელია. ამაცილე ეს სასმისი. მაგრამ არა რაც მე მსურს, არამედ, რაც – შენ.“ 37მიდის და პოულობს მათ მძინარეთ და ეუბნება პეტრეს: „სიმონ, გძინავს? ვერ შესძელი, ერთ საათს გეფხიზლა? 38იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხორცი კი უძლური.“ 39და კვლავ წავიდა, ლოცულობდა და იმავე სიტყვებს ამბობდა. 40და კვლავ მივიდა და მძინარენი ჰპოვა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ, და არ იცოდნენ, რა ეპასუხათ მისთვის. 41და მივიდა მესამედ და ეუბნება მათ: „თქვენ ისევ გძინავთ და განისვენებთ? კმარა. მოვიდა ჟამი. აჰა, კაცის ძე გადაეცემა ცოდვილთა ხელთ. 42ადექით, წავიდეთ. აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი.“
43და უეცრად, როდესაც ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად ხალხი მახვილებით და კეტებით – მღვდელმთავართა, მწიგნობართა და უხუცესთაგან. 44მიეცა მის გამცემს მათთვის ნიშანი და ეთქვა: „ვისაც მე ვეამბორები, ის არის, შეიპყარით და დაცვით წაიყვანეთ.“ 45და მივიდა, მყისვე მიუახლოვდა მას და ეუბნება: „რაბი!“ და ეამბორა. 46მათ კი ხელი დაადეს და შეიპყრეს იგი. 47ერთმა იქ მდგომთაგან იძრო მახვილი, სცა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა. 48მიუგო იესომ და უთხრა მათ: „როგორც ავაზაკზე, ისე გამოხვედით ჩემს შესაპყრობად მახვილებითა და კეტებით. 49ყოველდღე თქვენთან ვიყავი ტაძარში და გასწავლიდით, და არ შეგიპყრივართ. მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილები.“#ლკ 19:47; 21:37. 50და მიატოვეს იგი და გაიქცნენ ყველანი.
51ერთი ჭაბუკი, რომელსაც შიშველ სხეულზე ტილო მოესხა, მიჰყვებოდა მას და შეიპყრეს იგი. 52და შეატოვა ტილო და შიშველი გაიქცა.
53და მიიყვანეს იესო მღვდელმთავართან. და მოიყარა თავი ყველა მღვდელმთავარმა, უხუცესმა და მწიგნობარმა. 54პეტრე შორიდან მიჰყვებოდა მას თვით მღვდელმთავრის ეზომდე, და დაჯდა მსახურებთან და ცეცხლს მიეფიცხა. 55მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ მოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ. 56მრავალი ცრუდ მოწმობდა მის წინააღმდეგ, მაგრამ ეს მოწმობანი ერთმანეთს არ ემთხვეოდა. 57ზოგნი წამოდგნენ და ცრუდ მოწმობდნენ მის წინააღმდეგ და ამბობდნენ: 58„ჩვენ მოვისმინეთ, რომ ამბობდა: ‘დავანგრევ ამ ხელთქმნილ ტაძარს და სამ დღეში ავაშენებ სხვას, ხელთუქმნელს.’“ #იო 2:19. 59მაგრამ არც მათი მოწმობანი ემთხვეოდა ერთმანეთს. 60დადგა მღვდელმთავარი შუაში და ჰკითხა იესოს: „არაფერს უპასუხებ? რა არის, რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ?“ 61ის კი დუმდა და არ პასუხობდა. კვლავ ეკითხება მღვდელმთავარი და ეუბნება: „შენა ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?“ 62იესომ თქვა: „მე ვარ. იხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებთან ერთად მომავალს.“#დან 7:13. 63მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსი და თქვა: „რაღად გვინდა მოწმეები? 64თქვენ მოისმინეთ გმობა. რას იტყვით?“ მაშინ ყველამ დასდო მსჯავრი მას, როგორც სიკვდილის თანამდებს. #ლევ 24:16. 65და დაუწყეს ზოგიერთებმა მას ფურთხება; სახე დაუფარეს, სცემდნენ და ეუბნებოდნენ: „იწინასწარმეტყველე!“ და მსახურები სახეში ურტყამდნენ.
66როდესაც პეტრე ქვემოთ, ეზოში იყო, მივიდა მასთან მღვდელმთავრის ერთი მხევალთაგანი, 67დაინახა ცეცხლს მიფიცხებული პეტრე, დააკვირდა და ეუბნება: „შენც ნაზარეველთან ერთად იყავი, იესოსთან.“ 68მან უარყო და თქვა: „არ ვიცი და არც მესმის, რას ამბობ.“ გავიდა ეზოს გარეთ და მამალმა იყივლა. 69მხევალმა დაინახა იგი და კვლავ დაიწყო ლაპარაკი იქ მდგომთა გასაგონად, ესეც იმათთაგანიაო. 70მან კი კვლავ უარყო. მცირე ხნის შემდეგ იქ მდგომებმა კვლავ უთხრეს პეტრეს: „ნამდვილად იმათგანი ხარ, რადგან შენც გალილეველი ხარ, კილოზეც გეტყობა.“ 71და დაიწყო მან თავის წყევლა და ფიცილი: „არ ვიცნობ იმ კაცს, ვისზეც მელაპარაკებით.“ 72და მყისვე მეორედ იყივლა მამალმა და პეტრეს გაახსენდა სიტყვა, რომელიც იესომ უთხრა: სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე. და ატირდა.
Currently Selected:
Mark 14: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013