Mark 13
13
1და როდესაც ტაძრიდან გამოვიდა, ერთმა მის მოწაფეთაგან უთხრა მას: „შეხედე, მოძღვარო, როგორი ქვებია და როგორი შენობები!“ 2იესომ უთხრა მას: „ხედავ ამ დიდ შენობებს? ქვა ქვაზე არ დარჩება, რომ არ ჩამოიქცეს.“
3და როდესაც ზეთისხილის მთაზე იჯდა ტაძრის პირდაპირ, ჰკითხეს მას განმარტოებით მყოფმა პეტრემ, იაკობმა, იოანემ და ანდრიამ: 4„გვითხარი, როდის მოხდება ეს, და რა არის იმის ნიშანი, რომ ყოველივე ეს უნდა აღსრულდეს?“ 5იესომ დაუწყო მათ ლაპარაკი: „გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ, 6ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან, რომ მე ვარ, და მრავალს შეაცდენენ. 7ხოლო როდესაც გაიგონებთ ხმებს ომებზე და ომების ამბებზე, ნუ შეძრწუნდებით: ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული. 8აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. იქნება მიწისძვრები ადგილ-ადგილ და შიმშილობები. ეს მშობიარობის ტკივილების დასაწყისია. 9თქვენ კი მიხედეთ თქვენს თავს: გადაგცემენ სამსჯავროებზე, გცემენ სინაგოგებში, განმგებელთა და მეფეთა წინაშე წარსდგებით ჩემს გამო, მათ წინაშე დასამოწმებლად. #მთ 10:17-20; ლკ 12:11,12. 10მაგრამ ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს. 11და როდესაც წაგიყვანენ გადასაცემად, ნუ იზრუნებთ წინასწარ, რა თქვათ; არამედ, რაც იმ ჟამს მოგეცემათ, ის თქვით, რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სულიწმიდა. 12და გადასცემს ძმა ძმას სასიკვდილოდ და მამა – შვილს. და აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 13და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. ხოლო ვინც ბოლომდე მოითმენს, გადარჩება. #მთ 10:22.
14როდესაც იხილავთ გავერანების სიბილწეს იქ, სადაც არა ჯერ არს, იუდაში მყოფმა მთებს მიაშუროს; #დან 9:27; 11:31; 12:11. 15ვინც ერდოზე იქნება, ძირს ნუ ჩამოვა და ნურც შინ შევა რაიმეს გამოსატანად;#ლკ 17:31. 16ვინც მინდორში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი სამოსის გამოსატანად, 17ვაი ორსულებსა და მეძუძურებს იმ დღეებში! 18ილოცეთ, რომ ზამთარში არ მოხდეს ეს, 19რადგან იმ დღეებში ისეთი გასაჭირი იქნება, რომლის მსგავსი არ ყოფილა დასაბამიდან ქმნილებისა, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და არც არასოდეს იქნება. #დან 12:1; გცხ 7:14. 20და უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღეები, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ ის დღეები შეამოკლა რჩეულთათვის, რომლებიც ამოირჩია. 21მაშინ თუ გეტყვით ვინმე: ‘აჰა, აქ არის ქრისტე,’ ან ‘აჰა, იქ არის,’ არ ერწმუნოთ. 22რადგან აღდგებიან ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველნი და მოიმოქმედებენ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ. 23თქვენ კი გაფრთხილდით. წინასწარ გითხარით ყველაფერი.
24ხოლო იმ დღეებში, იმ გასაჭირის შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს. #ესა 13:10; იოლ 2:10; 3:4; 3:15; გცხ 6:12; ეზკ 32:7. 25იქნება ვარსკვლავთა ცვენა და შეირყევიან ციური ძალნი. #ესა 34:4; გცხ 6:13; იოლ 2:10. 26მაშინ იხილავენ კაცის ძეს, ღრუბლებზე მომავალს დიადი ძალითა და დიდებით. #დან 7:13; გცხ 1:7. 27მაშინ იგი წარგზავნის თავის ანგელოზებს და შეკრებენ თავის რჩეულებს ოთხივე ქარისაგან, მიწის კიდიდან ცის კიდემდე.
28ლეღვისაგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი რტოები დარბილდება და შეიფოთლება, იცით, რომ ახლოა ზაფხული. 29ასევე, როცა დაინახავთ, რომ ეს ყოველივე ხდება, იცოდეთ, რომ კარსაა მომდგარი. 30ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადაივლის ეს თაობა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება. 31ცა და მიწა გარდავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გარდავლენ.
32მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. #მთ 24:36. 33გაფრთხილდით, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი. 34მსგავსად იმისა, როგორც გზაზე დამდგარი კაცი ტოვებს თავის სახლს, თავის მონებს აძლევს ხელმწიფებას, ყველას თავის საქმეს მიუჩენს და მეკარეს უბრძანებს ფხიზლად ყოფნას, – #ლკ 12:36-38. 35ასევე იფხიზლეთ! რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი – საღამოს თუ შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ განთიადისას, 36რათა მოულოდნელად მოსულმა მძინარენი არ გპოვოთ. 37რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ!“
Currently Selected:
Mark 13: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013