YouVersion Logo
Search Icon

Matthew 25

25
1ცათა სასუფეველი მსგავსია ათი ქალწულისა, რომელთაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ სიძის შესახვედრად.#ლკ 12:35. 2ხუთი მათგანი უგუნური იყო და ხუთი – გონიერი. 3უგუნურებმა თავიანთი ლამპრები რომ აიღეს, ზეთი არ გაიყოლეს თან. 4ხოლო გონიერებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად ზეთიც გაიყოლეს ჭურჭლებით. 5სიძე რომ იგვიანებდა, ყველას ჩასთვლიმა და დაეძინა. 6შუაღამისას კი გაისმა ძახილი: ‘აჰა, სიძე მოდის, გამოდით შესაგებებლად!’ 7მაშინ წამოდგა ყველა ქალწული და გამართეს თავ-თავისი ლამპრები. 8უგუნურებმა უთხრეს გონიერებს: ‘გვიწილადეთ თქვენი ზეთისაგან, რადგან ლამპრები გვიქრება.’ 9მიუგეს გონიერებმა და უთხრეს: ‘რომ არც ჩვენ დაგვაკლდეს და არც თქვენ, უმჯობესია, წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის.’ 10ხოლო როდესაც ისინი საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე და გამზადებულნიც მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიხურა. 11მოგვიანებით მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: ‘უფალო, უფალო, გაგვიღე!’#ლკ 13:25. 12ხოლო მან მიუგო და თქვა: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ!’ 13მაშ, იფხიზლეთ, რადგან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა კაცის ძე.
14ასევე, მსგავსია ცათა სასუფეველი იმისა, რომ კაცმა, როდესაც გამგზავრებას დააპირებს, უხმოს თავის მონებს და ჩააბაროს თავისი ქონება.#ლკ 19:11-27. 15ერთს ხუთი ტალანტი მისცეს, მეორეს – ორი და სხვას – ერთი, თითოეულს მისი უნარის მიხედვით, და წავიდეს. 16ხუთი ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდეს, ივაჭროს და სხვა ხუთი მოიგოს. 17ასევე ორის მიმღებმაც კიდევ ორი სხვა მოიგოს. 18ხოლო რომელმაც ერთი მიიღო, წავიდეს, ამოთხაროს მიწა და დაფლას თავისი ბატონის ვერცხლი. 19კარგა ხნის შემდეგ მოვიდეს იმ მონების ბატონი და ანგარიში მოჰკითხოს მათ. 20მოვიდეს ხუთი ტალანტის მიმღები, სხვა ხუთი ტალანტიც მოუტანოს და უთხრას: ‘ბატონო, ხუთი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ხუთი ტალანტი მოვიგე.’ 21ეტყვის მას მისი ბატონი: ‘კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.’ 22მოვიდეს ორი ტალანტის მიმღები და უთხრას: ‘ბატონო, ორი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ორი ტალანტი მოვიგე.’ 23ეტყვის მას მისი ბატონი: ‘კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, ბევრზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.’ 24მოვიდეს ისიც, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრას: ‘ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი ადამიანი ხარ: იმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია. 25შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა, შენი შენვე გქონდეს.’ 26მიუგებს მას მისი ბატონი და ეტყვის: ‘ბოროტო და ზარმაცო მონავ! შენ იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრეფ, სადაც არ დამიბნევია. 27ამიტომ ჩემი ვერცხლი მოვაჭრეთათვის უნდა მიგეცა და დაბრუნებისას ჩემსას სარგებლითურთ მივიღებდი. 28ამიტომ წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით ათი ტალანტის მქონეს. 29რადგან ყველა მქონებელს მიეცემა და გაუმრავლდება, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს.#მთ 13:12; მრკ 4:25; ლკ 8:18. 30ეს უვარგისი მონა კი გააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქნება იქ მოთქმა და კბილთა ღრჭენა.’#მთ 8:12; 22:13; ლკ 13:28.
31ხოლო როდესაც მოვა კაცის ძე თავისი დიდებით და ყველა მისი ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე.#მთ 16:27; 19:28. 32და შეიკრიბება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს მათ ერთიმეორისაგან, როგორც მწყემსი არჩევს თხებს ცხვრებისაგან. 33და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს – მარცხნივ. 34მაშინ ეტყვის მეფე თავის მარჯვნივ მდგომთ: ‘მოდით, ჩემი მამის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ სამყაროს დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი. 35რადგან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ, 36შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ.’ 37მაშინ მიუგებენ მას მართალნი და ეტყვიან: ‘უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით? 38როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ? 39როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ?’ 40და მიუგებს მეფე და ეტყვის მათ: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ.’ 41და მაშინ ეტყვის იმათაც, ვინც მარცხნივაა: ‘წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის. 42რადგან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით, მწყუროდა და არ მასვით, 43უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, სნეული და საპყრობილეში მყოფი, და არ მინახულეთ.’ 44მაშინ ისინიც მიუგებენ და ეტყვიან: ‘უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და არ გემსახურეთ?’ 45მაშინ მიუგებს მათ და ეტყვის: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: როგორც არაფერი გაუკეთეთ არც ერთს ამ უმცირესთაგანს, არც მე გამიკეთეთ.’ 46და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი – საუკუნო სიცოცხლეში.“#დან 12:2.

Currently Selected:

Matthew 25: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in