Luke 4
4
1იესო, სულიწმიდით აღვსილი, დაბრუნდა იორდანედან და სულის მიერ გაყვანილ იქნა უდაბნოში. 2ორმოც დღეს სცდიდა მას ეშმაკი. და არაფერი უჭამია იმ დღეების განმავლობაში; და მათი დასრულების შემდეგ მოშივდა. 3უთხრა მას ეშმაკმა: „თუ ღმერთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს.“ 4მიუგო მას იესომ: „დაწერილია: ‘არა მხოლოდ პურით ცოცხლობს ადამიანი, არამედ ღმერთის ყოველი სიტყვით.’“#რჯ 8:3; მთ 4:4. 5და აიყვანა იგი მაღალ მთაზე და უჩვენა მას ერთ წამში ქვეყნიერების ყველა სამეფო. 6და უთხრა მას ეშმაკმა: „მოგცემ მთელს ხელმწიფებას მათზე და მათ დიდებას, რადგან მე მომეცა და ვისაც მინდა, იმას ვაძლევ. 7თუ თაყვანს მცემ, შენი იქნება ყოველივე!“ 8მიუგო იესომ და უთხრა მას: „დაწერილია: ‘უფალს, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.’“#რჯ 6:13. 9წაიყვანა იგი იერუსალიმში, დააყენა ტაძრის ქიმზე და უთხრა: „თუ ღმერთის ძე ხარ, გადაიგდე თავი აქედან ძირს, 10რადგან დაწერილია: ‘თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე, რომ დაგიცვან,#ფს 90:11,12. 11და ხელში აყვანილს გატარებენ, ქვას ფეხი რომ არ წამოჰკრა.’“ 12მიუგო და უთხრა მას იესომ – „ნათქვამია: ‘არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.’“#რჯ 6:16. 13და როდესაც დაამთავრა ყველა გამოცდა, განშორდა მას ეშმაკი სხვა ჟამამდე.
14და დაბრუნდა იესო სულის ძალით გალილეაში და მოედო მისი ამბავი მთელს არემარეს. 15ასწავლიდა მათს სინაგოგებში და ყველა ადიდებდა მას.
16და მივიდა ნაზარეთში, სადაც აღიზარდა. და შევიდა შაბათ დღეს, ჩვეულებისამებრ, სინაგოგაში და ადგა წასაკითხად. 17მიაწოდეს მას ესაია წინასწარმეტყველის გრაგნილი, და გაშალა გრაგნილი და იპოვა ადგილი, სადაც ეწერა: 18„უფლის სულია ჩემზე, რადგან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულგატეხილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების საუწყებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად, #ესა 61:1,2. 19უფლის სამადლო წლის გამოსაცხადებლად.“ 20და დაახვია გრაგნილი, გადასცა მსახურს და დაჯდა. სინაგოგაში ყველას თვალი მისკენ იყო მიპყრობილი. 21და დაუწყო მათ ლაპარაკი: „დღეს აღსრულდა ეს წერილი, სწორედ ახლა, თქვენ რომ ისმენდით.“ 22ყველამ დაუმოწმა მას. გაოცებულნი იყვნენ მისი პირიდან გამოსული მადლის სიტყვებით და ამბობდნენ: „განა ეს იოსების ძე არ არის?“ 23უთხრა მათ: „ცხადია, მეტყვით ამ ანდაზას: ‘მკურნალო, განიკურნე შენი თავი. რაც ჩვენ კაპერნაუმში მომხდარის შესახებ მოვისმინეთ, მოახდინე აქაც, შენს სამშობლოში.’“ 24უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არც ერთი წინასწარმეტყველი არ არის დაფასებული თავის სამშობლოში. #იო 4:44. 25ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მრავალი ქვრივი იყო ისრაელში ელიას დროს, როდესაც დაიხშო ცა სამ წელიწადსა და ექვს თვეს და დიდი შიმშილობა ჩამოვარდა მთელ ქვეყანაზე, #3მფ 17:1. 26მაშინ არც ერთ მათგანთან არ წარგზავნილა ელია, გარდა ქვრივი ქალისა სიდონის სარეფთაში. #3მფ 17:8-16. 27კეთროვანიც მრავალი იყო ისრაელში ელისე წინასწარმეტყველის დროს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ განწმენდილა, გარდა ნაემან ასურისა.“#4მფ 5:1-14. 28ამის მოსმენაზე სინაგოგაში მყოფნი, ყველანი რისხვით აღივსნენ. 29ადგნენ და გააგდეს იგი ქალაქიდან, და მიიყვანეს იმ მთის კონცხამდე, რომელზეც მათი ქალაქი იყო გაშენებული, რათა გადაეგდოთ იგი. 30მაგრამ მან გაიარა მათ შორის და წავიდა.
31და ჩავიდა გალილეის ქალაქ კაპერნაუმში და იქ ასწავლიდა მათ შაბათობით. 32და გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ხელმწიფებით იყო მისი სიტყვა. #მთ 7:28,29. 33იყო სინაგოგაში ერთი კაცი, უწმიდური ეშმაკის სულით შეპყრობილი, და იყვირა: 34„რას გვემართლები, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდავ.“ 35იესომ შერისხა იგი და უთხრა: „დადუმდი და გადი მაგისგან!“ და ძირს დასცა იგი ეშმაკმა შუა ხალხში და გამოვიდა მისგან, და არაფერი დაუშავებია მისთვის. 36გაოგნებამ მოიცვა ყველა და თქვეს ერთმანეთში: „ეს რა სიტყვაა, რომ ხელმწიფებითა და ძალით უწმიდურ სულებს უბრძანებს და ისინიც გამოდიან?“ 37და მოედო მისი ამბავი იმ მხარის ყოველ კუთხეს.
38დატოვა სინაგოგა და შევიდა სიმონის სახლში. ხოლო სიმონის სიდედრი შეჭირვებული იყო სიცხით და სთხოვეს მასზე. 39და დაადგა მას თავზე და შერისხა სიცხე. და მანაც მიატოვა იგი. მყისვე წამოდგა და ემსახურებოდა მათ. 40მზის ჩასვლისას ყველამ მიიყვანა მასთან სხვადასხვა სენით დაუძლურებულები და ყოველ მათგანს ხელები დაადო და განკურნა. 41ბევრისგან ეშმაკებიც გამოდიოდნენ, ყვიროდნენ და ამბობდნენ: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა!“ ის კი რისხავდა და უკრძალავდა ლაპარაკს, რადგან იცოდნენ მათ, რომ ქრისტე იყო იგი.
42დღე რომ დადგა, გამოვიდა იქიდან და წავიდა უდაბურ ადგილას. ხალხმა კი მოძებნა იგი და მივიდნენ მასთან და აკავებდნენ, რომ არ წასულიყო მათგან. 43მან კი უთხრა მათ: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვახარო ღმერთის სასუფეველი, რადგან ამისთვის ვარ წარმოგზავნილი.“ 44და ქადაგებდა იუდას#4:44 სხვა ძველ ხელნაწერში: გალილეის. სინაგოგებში.
Currently Selected:
Luke 4: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013