ფსალმ. 82
82
1გალობა. ფსალმუნი ასაფისა.
2ღმერთო, ნუ დადუმდები, ყურს ნუ მოიყრუებ და ნუ დამშვიდდები!
3რადგან აჰა, შენი მტრები ხმაურობენ, და შენმა მოძულეებმა თავი წამოყვეს.
4შენი ერის საწინააღმდეგოდ მზაკვრობენ საიდუმლოდ და თათბირობენ მათზე, ვისაც შენ იფარავ.
5თქვეს: „მოდით, ამოვძირკვოთ ისინი, როგორც ერი და აღარ იხსენიებოდეს სახელი ისრაელისა.“
6მოითათბირეს ერთსულოვნად, შენს წინააღმდეგ შეკრეს პირობა;
7ედომელთა ბანაკებმა და ისმაელიანებმა, მოაბმა და აგარის ნაშიერმა;
8გებალმა, ყამონმა და ყამალეკმა, ფილისტინელებმა ცორელებთან ერთად.
9აშურიც მათ დაუმეგობრდა, და შეიქნენ სახსარნი ლოტის ძეთათვის.
10დამართე მათ ისევე, როგორც მიდიანს, როგორც სისერას, როგორც იაბინს კიშონის ხევზე;
11განადგურდნენ ისინი ყენ-დორში, სასუქად იქცნენ მინდვრისათვის.
12მოექეცი მათ, მათს დიდებულებს ისევე, როგორც ყორებს და როგორც ზებს, და როგორც ზებახს,
13რომ ამბობდნენ: „დავიმკვიდროთ ჩვენთვის სამკვიდრებელი ღვთისა.“
14ღმერთო ჩემო, ჰყავ ისინი ვითარცა ბზე, ვითარცა ნამჯა ქარში;
15ვითარცა ცეცხლი, დამწველი ტყისა, ვითარცა ალი, მთების მბუგავი;
16ისე დაედევნე მათ შენი რისხვით, და შენი ქარიშხლით შეაძრწუნე ისინი!
17აავსე მათი პირი სირცხვილით, რომ ეძებდნენ შენს სახელს, უფალო.
18შერცხვებიან და შეძრწუნდებიან სამარადჟამოდ, და სირცხვილნაჭამნი დაიღუპებიან.
19მიხვდებიან, რომ შენი სახელია უფალი, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე.
Currently Selected:
ფსალმ. 82: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002