YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 43

43
1გუნდის ლოტბარს. კორახის ძეთა მოძღვრება.
2ღმერთო, ჩვენი ყურით მოვისმინეთ, ჩვენი მამები გვიამბობდნენ, თუ რა საქმე მოიმოქმედე მათ დღეებში, უძველეს დროში.
3შენ შენი ხელით განდევნე წარმართნი, ხოლო ისინი დანერგე; გაანადგურე ერები და განდევნე, ისინი კი გააფართოვე.
4ვინაიდან მათ ხმლებით არ მოუპოვებიათ ქვეყანა, და მათ მკლავებს არ დაუხსნიათ ისინი, არამედ შენმა მარჯვენამ, შენმა მკლავმა და შენი სახის ნათელმა, რადგან მათდამი კეთილგანეწყვე.
5შენ ხარ ის, ხელმწიფეო ჩემო, ღმერთო, უბოძე შველა იაკობს.
6შენით დავანარცხებთ ჩვენს მტრებს; შენი სახელით გავთელავთ ჩვენ მოდავეებს.
7რადგან ჩემს მშვილდზე არა ვარ დანდობილი და ჩემი მახვილი არ დამიხსნის,
8არამედ შენ გვიხსნი ჩვენი მტრებისაგან და ჩვენს მოძულეებს შეარცხვენ.
9ღმერთით ვიქადოდით დღეყოველ და შენს სახელს ვადიდებთ უკუნისამდე.
10მაგრამ მიგვატოვე და შეგვარცხვინე, და არ გამოდიხარ ჩვენს მხედრობასთან.
11უკუგვაქციე ჩვენ მტრისაგან, და ჩვენმა მოძულეებმა გაგვძარცვეს ჩვენ.
12მიგვეცი ჩვენ, როგოც ცხვარი, შესაჭმელად, და დაგვფანტე ხალხებს შორის.
13გაჰყიდე შენი ერი სარგებლის გარეშე, და არ იდავე მათ ფასზე.
14მიგვეცი შესარცხვენად მეზობლებს, დასაცინად და საგინებლად – ჩვენს ირგვლივ მყოფთა.
15იგავად გვაქციე ხალხებს შორის, თავის საქნევად ერებს შორის.
16დღეყოველ ჩემი აუგი ჩემს წინაშეა, და სირცხვილი მიფარავს სახეს
17შემარცხვენლისა და მაგინებლის ხმისაგან, მტრისა და შურისმაძიებლისაგან.
18ყოველივე ეს გვეწია ჩვენ, და მაინც არ დაგივიწყეთ შენ, არ გაგვიმრუდებია შენი აღთქმა.
19არ უკუქცეულან ჩვენი გულები, და არც ჩვენს ტერფებს გადაუხვევიათ შენი ბილიკიდან.
20როცა შენ შეგვმუსრე ტურების ადგილას და გადაგვაფარე სიკვდილის ჩრდილი.
21ჩვენ რომ დაგვევიწყებინა სახელი ჩვენი ღმერთისა, და ხელი გაგვეშვირა უცხო კერპებისათვის,
22განა ღმერთი არ გვაზღვევინებდა ამას? რადგან მან იცის საიდუმლონი გულისა.
23ხოლო შენი გულისათვის გვკლავდნენ ყოველდღე; დასაკლავ ცხვრებად მიგვიჩნიეს.
24გამოიღვიძე, რატომ გძინავს, უფალო? გამოფხიზლდი, სამუდამოდ ნუ მიგვატოვებ.
25რატომ იფარავ სახეს და ივიწყებ ჩვენს მწუხარებასა და გაჭირვებას?
26რადგან ჩვენი სული მიწა-მტვრამდეა დამდაბლებული, მიწას განერთხა ჩვენი მუცელი.
27აღსდექ ჩვენს დასახმარებლად და გვიხსენი შენი წყალობის გულისათვის.

Currently Selected:

ფსალმ. 43: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy