YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 35

35
1გუნდის ლოტბარს. უფლის მორჩილის, დავითისა.
2ბიწიერება ცოდვილისა ამბობს ჩემს გულში: არ არის შიში ღმერთისა მის თვალთა წინაშე.
3რადგან ქლესაობს მასთან, თითქოს ეძებს მის დანაშაულს, რომ შეაძულოს.
4მისთა ბაგეთა სიტყვები სიცრუე და სიყალბეა, ჭკუა არ ყოფნის, რომ კეთილი ქნას.
5უსამართლობას ფიქრობს თავის სარეცელზე, უკეთურ გზას ადგება, ბოროტს არ თაკილობს.
6უფალო, ზეცამდეა შენი წყალობა, ჭეშმარიტება შენი – ღრუბლებამდე.
7სიმართლე შენი, ვითარცა მთები უფლისა, სამართალი შენი – ღრმა უფსკრულივით. ადამიანსა და პირუტყვს შენ შველი, უფალო.
8რაოდენ ძვირფასია შენი წყალობა, ღმერთო, და ადამის ძენი შენი ფრთების ქვეშ აფარებენ თავს.
9დაპურდებიან შენი სახლის ცხიმით და შენთა სიტკბოთა ხევიდან შეასმევ მათ.
10რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა, შენი შუქით ვხედავთ სინათლეს.
11მოჰფინე წყალობა შენი შენს მაღიარებლებს, და სიმართლე შენი – გულწრფელებს.
12ნუ მოაღწევს ჩემთან ფეხი ამპარტავნისა, და ხელი ბოროტთა ნუ განმდევნის მე.
13იქ დაეცნენ მოქმედნი უსამართლობისა, დაენარცხნენ და აღარ ძალუძთ წამოდგომა.

Currently Selected:

ფსალმ. 35: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in