YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 3

3
1ფსალმუნი დავითისა. როცა გაურბოდა აბესალომს, თავის ძეს.
2უფალო! როგორ მომრავლდნენ ჩემი მტრები. ჩემს წინააღმდეგ აღდგა მრავალი.
3ბევრი ეუბნება ჩემს სულს: „არ არის მისთვის შემწეობა ღმერთისმიერი.“
4და შენ, უფალო, ჩემი ფარი ხარ, ჩემი დიდება და ამმაღლებელი ჩემი თავისა.
5ჩემი ხმით მოვუხმობ უფალს და ის მიპასუხებს თავის წმიდა მთიდან.
6ვწვები, ვიძინებ და ვიღვიძებ, რადგან უფალი შემწეა ჩემი.
7ვერ შემაშინებს სიმრავლე ხალხის, გარს რომ მერტყმიან ყოველი მხრიდან.
8აღსდეგ, უფალო, მიხსენი, ჩემო ღმერთო, რადგან შენ ულეწავ ყბებს ყველა ჩემს მტერს, ბოროტეულებს უმუსრავ კბილებს.
9უფლისაგან არის ხსნა. და შენი კურთხევა შენს ერზე.

Currently Selected:

ფსალმ. 3: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in