YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 23

23
1ფსალმუნი. დავითისა. უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მისი მკვიდრნი.
2რადგან ზღვებზე დააფუძნა მან იგი, და მდინარეებზე მოაწყო იგი.
3ვინ ავა უფლის მთაზე? ან ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე?
4ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცავს,
5ის მიიღებს კურთხევას უფლისაგან და წყალობას თავისი მხსნელი ღმერთისაგან.
6ეს არის თაობა მის მაძიებელთა, ვინც ეძიებს შენი სახის ხილვას, ღმერთო იაკობისა!
7მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თავები, აიწიეთ, მარადიულნო კარნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა!
8ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი – მტკიცე და ძლიერი, უფალი – ომში ძლევამოსილი.
9მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თავები თქვენი, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა!
10ვინ არის მეფე დიდებისა? უფალი ძალთა, ის არის მეფე დიდებისა.

Currently Selected:

ფსალმ. 23: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy