YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 147

147
1აქე, იერუსალიმო, უფალი! ადიდე შენი ღმერთი, სიონო!
2რადგან გაამაგრა ურდულები შენი ჭიშკრების, აკურთხა ძენი შენნი შენთან.
3დაამკვიდრებს შენს საზღვრებზე მშვიდობას, ხორბლის ყუათით დაგამაძღრისებს.
4იგი წარმოავლენს თავის სიტყვას დედამიწაზე, სწრაფად რბის ბრძანება მისი.
5წარმოგზავნის თოვლს, მატყლივით, თრთვილს ფერფლად მიმოფანტავს.
6გადმოუშვებს სეტყვას პურის ნატეხებივით, მის სუსხს ვინ დაუდგება წინ?
7მოავლენს თავის სიტყვას და დაადნობს მათ; დაუბერავს ქარს და გადმოდინდება.
8ამცნო თავისი სიტყვა იაკობს, წესები და სამართალნი თვისნი – ისრაელს.
9არ უქნია ეს არც ერთი სხვა ერისათვის და მისი სამართალნი არ იციან მათ. ალელუია!

Currently Selected:

ფსალმ. 147: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy