YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 143

143
1დავითისა. კურთხეულ არს უფალი, კლდე ჩემი, რომელმაც ასწავლა ჩემს ხელებს ბრძოლა, ჩემს თითებს – ომი.
2მწყალობელო ჩემო და სიმაგრევ ჩემო, მცველო ჩემო და მხსნელო ჩემო; ჩემი ფარი ხარ, რომელიც მიფარავს, ის მიმორჩილებს ჩემს ერს.
3უფალო, რა არის კაცი, რომ გახსოვს ის, ძე ადამისა, რომ რამედ მიიჩნევ?
4ადამიანი ჰგავს ამაოებას, მისი დღეები – ვითარცა ჩრდილი გარდასული.
5უფალო, მოდრიკე ცანი შენნი და გადმოდი! შეეხე მთებს, რომ აკვამლდნენ!
6გამოაელვე ელვანი და გაფანტე ისინი, გამოუშვი ისარნი შენნი და თავზარი დაეცი მათ.
7გამოიწოდე შენი ხელი მაღლიდან; მიხსენი და გადამარჩინე მრავალ წყალთაგან, უცხო ტომთა ხელიდან,
8რომელთა ბაგენი ტყუილს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა.
9ღმერთო, ახალ გალობას გიგალობებ შენ. ათსიმიან ჩანგზე გიგალობებ შენ,
10შენა ხარ მეფეთათვის ძლევის მიმცემი, შენ იხსნი დავითს, შენს მსახურს. მიხსენი მე ბოროტი მახვილისაგან.
11გადამარჩინე უცხოთესლთა ხელიდან, რომელთა ბაგენი ტყუილს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა.
12რომ ჩვენი ძენი ნერგებივით იზრდებოდნენ მათს სიჭაბუკეში; ჩვენი ასულნი, ვითარცა სასახლის ოსტატურად თლილი სვეტები.
13ჩვენი ბეღლები სავსე იყოს სხვადასხვა მოსავლით; ცხვარნი ჩვენნი ათასობდნენ და ათიათასობდნენ ჩვენს საძოვრებზე;
14ჩვენი ხარები დატვირთულნი იყვნენ, არც ზარალი და არც დანაკლისი, და არც გოდება ჩვენს ქუჩებში!
15ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც ასეა; ნეტარ არს ხალხი, რომლის ღმერთიც უფალია!

Currently Selected:

ფსალმ. 143: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in