YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 141

141
1მოძღვრება დავითისა, მისი მღვიმეში ყოფნის დროს. ლოცვა. ჩემი ხმით უფალს შევღაღადებ, ჩემი ხმით უფალს შევევედრები.
2გადმოვღვრი მის წინაშე ჩემს გულისნადებს, ჩემს გასაჭირს მის წინაშე ვილაპარაებ.
3როცა ჩემს შიგნით შეწუხებულია სული ჩემი, გზაზე, რომლითაც დავდივარ, დამიგეს მახე.
4ვიმზირები მარჯვნივ და ვხედავ, რომ არავინ მცნობს მე; აღარ არსებობს ხსნა ჩემთვის, არავინ ზრუნავს ჩემს სულზე.
5ამიტომ მოგიხმე შენ, უფალო, და ვთქვი: „შენ ხარ ჩემი ხვედრი ცოცხალთა ქვეყანაში.“
6ყური მიუგდე ჩემს ღაღადისს, რადგან დავმდაბლდი ფრიად; მიხსენი ჩემთა მდევნელთაგან, ვინაიდან ჩემზე ძლიერნი გახდნენ!
7გამოიყვანე საპყრობილიდან სული ჩემი, რათა ვადიდო სახელი შენი! გარს შემომეხვევიან მართალნი, თუ კეთილს მომაგებ.

Currently Selected:

ფსალმ. 141: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in