YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 134

134
1ალელუია! ადიდეთ სახელი უფლისა! ადიდეთ, მორჩილნო უფლისა,
2რომელნიც დგახართ უფლის სახლში, ეზოებში ჩვენი ღმერთის სახლისა!
3ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია უფალი; უგალობეთ მის სახელს, რადგან სასურველია!
4რადგან იაკობი ამოირჩია თავისთვის უფალმა, ისრაელი – თავის წარჩინებულად.
5რადგან ვიცოდი, რომ დიდია უფალი; და უფალი ჩვენი ყველა ღმერთზე დიდია.
6ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა უფალმა, ცაში და ქვეყანაზე, ზღვებზე და ყოველ უფსკრულში.
7ამოჰყავს ღრუბლები ქვეყნის კიდით კიდემდე, ელვებს წვიმად აქცევს, გამოჰყავს ქარი თავისი საცავებიდან.
8მან მოსრა პირმშო ეგვიპტისა – ადამიანიდან პირუტყვამდე.
9მოავლინა ნიშნები და სასწაულები ფარაონისა და მის მსახურეთა წინააღმდეგ.
10მან მოსრა მრავალი თესლ-ტომი და დახოცა ძლიერი მეფენი:
11სიხონი – მეფე ამორეველთა, ყოგი – მეფე ბაშანისა, და ყველა მეფე ქანაანისა.
12და მისცა მათი ქვეყანა სამკვიდროდ, სამკვიდროდ ისრაელს – თავის ერს.
13უფალო, შენი სახელი მარადიულია, უფალო, შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდეა.
14რადგან განიკითხავს უფალი თავის ერს და თავის მორჩილთ შეივრდომებს.
15წარმართთა კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი.
16პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ;
17ყურები აქვთ და ვერ ისმენენ, არცა აქვთ სუნთქვა მათ პირებს.
18მათი მსგავსნი იქნებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.
19ისრაელის სახლო, აკურთხე უფალი! აარონის სახლო, აკურთხე უფალი!
20ლევის სახლო, აკურთხე უფალი! უფლის მოშიშნო, აკურთხეთ უფალი!
21კურთხეულია უფალი სიონიდან, დამკვიდრებული იერუსალიმში. ალელუია!

Currently Selected:

ფსალმ. 134: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in