YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 129

129
1გალობა აღსავალთა. სიღრმეებიდან მოგიხმობ შენ, უფალო;
2უფალო, ისმინე ჩემი ხმა! მზად იყვნენ შენი ყურები ჩემი ვედრების ხმის მოსასმენად
3თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?
4მაგრამ შენს მიერ არის შენდობა, რათა გეკრძალონ.
5მეიმედება უფალი, ესავს ჩემი სული, და მის სიტყვას ველოდები.
6სული ჩემი ელოდება უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი – დილას, უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი – დილას.
7ესავდეს ისრაელი უფალს, რადგან უფალთან არის წყალობა და უხვია დახსნა მისმიერი.
8და ის დაიხსნის ისრაელს ყოველთა ცოდვათაგან მისთა.

Currently Selected:

ფსალმ. 129: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in