ფსალმ. 117
117
1ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
2იტყვის ისრაელი: „მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი!“
3იტყვის სახლი აარონისა: „მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი!“
4იტყვიან მოშიშნი უფლისა: „მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი!“
5გაჭირვებიდან ვუხმობდი უფალს, სიფართოვით მიპასუხა უფალმა.
6უფალი ჩემთან არის – არ მეშინია, რას მიზამს კაცი?
7უფალი ჩემთან არის შემწედ და მე ვიხილავ ჩემს სიხარულს ჩემს მტრებზე.
8უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება ადამიანზე.
9უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება მთავრებზე.
10ყოველნი თესლ-ტომნი გარს შემომერტყნენ; უფლის სახელით ამოვწყვეტ მათ.
11გარს შემომერტყნენ და გარემომიცვეს, უფლის სახელით ამოვწყვეტ მათ.
12გარს შემომერტყნენ ფუტკრებივით; ჩაქრნენ, ვითარცა ცეცხლი ძეძვისა; უფლის სახელით ამოვწყვეტ მათ.
13ძლიერ მკრეს ხელი ძირს დასაცემად და უფალი შემეწია მე.
14ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი, და ის იქნება ჩემი მშველელი.
15ხმა სიმღერისა და შეწევნისა მართალთა კარვებში: „უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის!
16უფლის მარჯვენა მომაღლებულია, უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის!“
17არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვილაპარაკებ უფლის საქმეებზე.
18დასჯით დამსაჯა უფალმა, სიკვდილს კი არ მიმცა.
19გამიღეთ ბჭენი სიმართლისა, შევალ მათ წიაღ, ვადიდებ უფალს!
20ეს არის კარიბჭე უფლისა! მართალნი შევლენ შიგ.
21გადიდებ შენ, რადგან მიპასუხე და გახდი ჩემი ხსნა!
22ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გახდა;
23უფლისაგან მოხდა ეს; საოცარია ეს ჩვენს თვალში.
24ეს არის დღე, რომელიც ქმნა უფალმა; ვილხინოთ და ვიმხიარულოთ მასში!
25გევედრებით, უფალო, გვიშველე! გევედრებით, უფალო, გაგვიმარჯვე!
26კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! გაკურთხებთ უფლის ტაძრიდან.
27ღმერთია უფალი და გაგვინათებს ჩვენ. მიაბით მსხვერპლი საბლით სამსხვერპლოს რქებზე.
28ჩემი ღმერთი ხარ შენ და გადიდებ! ღმერთო ჩემო, ხოტბას შეგასხამ შენ!
29ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
Currently Selected:
ფსალმ. 117: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002