ფსალმ. 107
107
1გალობა. ფსალმუნი. დავითისა.
2მზად არის ჩემი გული, ღმერთო, მსურს გაქო და გიგალობო; გამოიღვიძე, სულო ჩემო!
3გამომაღვიძე, ჩანგო და ქნარო! გამოვაღვიძებ ცისკარს.
4გადიდებ შენ, უფალო, ერებს შორის და გიგალობებ მოდგმათა შორის,
5რადგან დიდია ზეცაზე მეტად წყალობა შენი, და ღრუბლებამდეა ჭეშმარიტება შენი.
6ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო, და მთელ ქვეყნიერებას გასწვდეს დიდება შენი,
7რათა გადარჩნენ საყვარელნი შენნი; მიხსენი შენი მარჯვენით და მიპასუხე!
8ღმერთმა თქვა თავის საწმიდარში: „ვიზეიმებ! გავანაწილებ შექემს და სუქოთის დაბლობს გავზომავ.
9ჩემია გილყადი, ჩემია მენაშე, და ეფრემი ჩაჩქანია ჩემი თავისა, იუდა – კვერთხი ჩემი.
10მოაბი ავზია ჩემი განსაბანელი, ედომს მისწვდებიან ხამლნი ჩემნი, ფილისტიმს დავკივლებ.“
11ვინ შემიყვანს გამაგრებულ ქალაქში? ვინ წამიძღვება ედომისაკენ?
12ნუთუ შენ არა, ღმერთო, რომელმაც მიგვატოვე და აღარ გამოხველ ჩვენს მხედრობასთან?
13მოგვეც შეწევნა გაჭირვებაში, რადგან ამაოა შველა კაცისმიერი.
14ღმერთით შევქმნით ლაშქარს და ის დათრგუნავს ჩვენს მტრებს.
Currently Selected:
ფსალმ. 107: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002