YouVersion Logo
Search Icon

იგავ. 11

11
სიმართლის დაპირისპირება უკეთურებასთან
1მრუდი სასწორი სისაძაგლეა უფლის წინაშე, სრული წონა კი – მისი მოსაწონი.
2მოვა ამპარტავნობა და მოეწევა დამცირებაც, თავმდაბალთ კი სიბრძნე ახლავს.
3წრფელებს უბიწობა წარუძღვება, მოღალატეთ კი მათივე ცბიერება დაღუპავს.
4ქონება ვერ უშველის წყრომის დღეს, მოწყალება კი სიკვდილისაგან იხსნის.
5უბიწოს სამართლიანობა გაუსწორებს გზას, თავისი უკეთურობით კი ეცემა უკეთური.
6წრფელებს მათი სამართლიანობა იხსნის, მოღალატენი კი შეპყრობილი იქნებიან თავიანთი სიხარბით.
7უკეთური ადამიანის სიკვდილისას იკარგება მისი იმედი, და უსამართლოთა სასოება იკარგება.
8მართალი უბედურებას არიდებს თავს და მის ნაცვლად უკეთურს ეწევა.
9მლიქვნელი პირით ღუპავს თავის მოყვასს, მართალნი კი ცოდნით იხსნიან თავს.
10მართალთა სიკეთით ხარობს ქალაქი, უკეთურთა დაღუპვისას კი სიხარულის ყიჟინაა.
11წრფელთა კურთხევით მაღლდება ქალაქი, უკეთურთა პირით კი ინგრევა.
12ვინც თვის მოყვასს აბუჩად იგდებს, ბრიყვია, გონიერი კაცი კი დუმს.
13ცილისმწამებელი საიდუმლოს ამჟღავნებს, სულით მტკიცე კი ფარავს საქმეს.
14ბრძნულ რჩევათა გარეშე ეცემა ერი, მრავალი მრჩეველი კი ხსნაა.
15თავის თავს ბოროტობს, ვინც უცხოს უდგება თავდებად, ხელის დარტყმის მოძულე კი უსაფრთხოდ არის.
16სანდომიანი ქალი პატივს იხვეჭს, მძლავრნი კი სიმდიდრეს იხვეჭენ.
17მოწყალე კაცი სიკეთეს უზღავს თავის სულს, სასტიკი კი თავის ხორცს აღიზიანებს.
18უკეთური იმსახურებს ფუჭ საქმეს, მოწყალების მთესველი კი – ჭეშმარიტ საზღაურს.
19სიმართლეში მტკიცე სიცოცხლისკენაა, ბოროტების მდევნელი კი – სიკვდილისკენ.
20უფლის საძულველნი არიან გულმრუდნი, მისი სასურველნი კი – სწორი გზით მავალნი.
21ხელი ხელს ვერ გაექცევა და ბოროტი სასჯელს, მართალთა თესლი კი გადარჩება.
22რაც ღორის დინგზე წამოცმული ოქროს ბეჭედია, ის არის ლამაზი და უჭკუო ქალი.
23მართალთა წადილი მხოლოდ სიკეთეა, უკეთურთა მოლოდინი – რისხვა.
24ზოგი ანიავებს მადლს და უფრო ემატება, ზოგი კი ზოგავს მოწყალებას – და აკლდება მას.
25კურთხეულის სული დამსუყდება და, ვინც სხვას ასმევს წყალს, თვითონაც დარწყულებული იქნება.
26ვინც თავისთან აკავებს ხორბალს, მას სწყევლის ერი, კურთხევა კი დამპურებლის თავზეა.
27ვინც სიკეთისაკენ ილტვის, ის ეძებს მოწონებას, ბოროტის მაძიებელს კი ბოროტება ეწევა.
28ვინც თავის სიმდიდრეზეა დაიმედებული, დაეცემა, მართალნი კი რტოსავით აყვავდებიან.
29თავისი სახლის გამჩანაგებელი ქარს დაიმკვიდრებს, სულელი კი – ბრძენის მონობას.
30მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა და ბრძენი სულებს იზიდავს.
31მართალს ამ ქვეყნად მიეზღვება, მითუმეტეს – უკეთურს და ცოდვილს.

Currently Selected:

იგავ. 11: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in