YouVersion Logo
Search Icon

ეს. 28

28
წინასწარმეტყველება ეფრემის ტყვეობაზე
1ვაი, მთვრალ ეფრემელთა საამაყო გვირგვინს, იმ დამჭკნარ ყვავილს მისი დიდებული მშვენიერებისა, რომელიც ღვინითაა დაცემული პოხიერი ხეობის თავში.
2აჰა, უფალს ჰყავს ძლიერი და მაგარი, როგორც სეტყვის ღვარი, დამღუპველი ქარიშხალი, როგორც ძლიერი წამლეკავი წყლების ნიაღვარი, მიწად დაამხობს მას თავისი ხელით.
3ფეხებით გაითელება მთვრალ ეფრემელთა სიამაყის გვირგვინი,
4და დამჭკნარი ყვავილი მისი დიდებული მშვენიერებისა, რომელიც პოხიერი ხეობის თავზეა; ზაფხულამდე დამწიფებული პირველნაყოფივით იქნება, რომელსაც მისი დამნახველი ხელში აღებისთანავე გადაყლაპავს.
5იმ დღეს უფალი ცაბაოთი იქნება მშვენიერების გვირგვინად და დიდების ჯიღად თავისი ერის ნატამალისთვის.
6და სიმართლის სულად სასამართლოში მჯდომისათვის, და სიმამაცედ ჭიშკარში თავდასხმის მომგერიებელთათვის.
7და ესენიც ბანცალებენ ღვინისგან მღვდელი და წინასწარმეტყველი ბანცალებენ სასმელისგან, აირივნენ ღვინისაგან, ბარბაცებენ თაფლუჭისაგან, ბანცალებენ ხილვის დროს, ბორძიკობენ სასამართლოში.
8რადგან ყველა მაგიდა სავსეა ნარწყევითა და განავლით,
9„ვის ასწავლოს მან ცოდნა და ვის განუმარტოს მოსმენილი? რძეს გადაჩვეულ ჩვილებს? ძუძუს მოწყვეტილთ?
10რადგან ბრძანება ბრძანებაზე, ბრძანება ბრძანებაზე, ხაზი ხაზზე, ხაზი ხაზზე, ცოტა იქ, ცოტა აქ“.
11რომ ბორძიკა ბაგეებით და უცხო ენაზე ილაპარაკოს ამ ხალხთან,
12რომელსაც უთხრა: „აჰა, დასვენება. მაგრამ მათ არ უნდოდათ მოსმენა.
13და გახდა მათთვის სიტყვა უფლისა – „ბრძანება ბრძანებაზე, ბრძანება ბრძანებაზე, ხაზი ხაზზე, ხაზი ხაზზე, ცოტა აქ, ცოტა იქ,“ რათა წასულიყვნენ და გულაღმა დაცემულიყვნენ, დალეწილიყვნენ და მახეში გაბმულიყვნენ, ტყვედ წასხმულიყვნენ.
იუდას გაფრთხილება
14ამიტომ, ისმინეთ სიტყვა უფლისა, დამცინავო კაცნო, განმგებელნო ამ ერისა, რომელიც იერუსალიმშია.
15რადგან თქვენ ამბობდით: და შავეთთან დავდეთ ხელშეკრულება. როდესაც წამლეკავი შოლტი გადაივლის, ჩვენ ვერ მოგვეწევა, რადგან სიცრუე გავიხადეთ თავშესაფარად და ტყუილში დავიმალეთ.“
16ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „აჰა, მე დავაფუძნე სიონში ქვა, საიმედო ქვა, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი, მასზე დანდობილი არ გაწბილდება.
17მე დავდებ სამართალს საზომად და სიმართლეს სასწვრად, და წახვეტავს სეტყვა სიცრუის თავშესაფარს, და სამალავს წყალი წალეკავს.
18დაირღვევა თქვენი კავშირი სიკვდილთან და ხელშეკრულება შავეთთან ვერ გაძლებს. და როდესაც წამლეკავი შოლტი გადაივლის, მისი სათელავი შეიქნებით.
19როცა კი გადაივლის, რადგან ყოველ დილით გადაივლის, დღისით და ღამით. მხოლოდ შიში იქნება ამბის გაგებისას.
20რადგან მოკლე იქნება საწოლი, რომ გაიჭიმონ, და წასახური ვიწრო, რომ შიგ გაეხვიონ,
21რადგან აღდგება უფალი, როგორც ფერაციმის მთაზე, შეიძვრის იგი, როგორც გაბაონის ხეობაში, რათა გააკეთოს თავისი საქმე, თავისი უცხო საქმე, და შეასრულოს თავისი საშრომელი.
22ახლა კი ნუ მასხრობთ, რათა არ გამაგრდეს თქვენი ბორკილები, რადგან მთელი ქვეყნის განადგურების განაჩენი მოვისმინე მე უფლისაგან, ცაბაოთ ღმერთისაგან.
23ყური დაუგდეთ და ისმინეთ ჩემი ხმა, ყურად იღეთ და გაიგონეთ ჩემი ნათქვამი.
24განა მხოლოდ ხნავს მხვნელი დასათესად, კვალავს და ფარცხავს თავის მიწას?
25განა არ მოასწორებს მის ზედაპირს? არ ფანტავს სოინჯს? კვლიავს არ მიმოყრის? და ხორბალს და ქერს არ მოაბნევს მონიშნულ ადგილზე? და ასლს თავის კვალში?
26ასე ასწავლის წესრიგს
27რადგან კევრით არ ლეწავენ სოინჯს და არც ურმის თვლებს აგორებენ კვლიავზე, რადგან არგნით ბერტყავენ სოინჯს და კვლიავს – კეტით.
28ხორბალს ლეწენ, მაგრამ ბოლომდე არ იბეგვება, რომ ურმის თვლების ტრიალმა და მისმა ცხენებმა, არ დანაყონ საბოლოოდ.
29ესეც ცაბაოთ უფლისაგან გამოდის. საოცარია მისი რჩევა, დიდია მისი სიბრძნე.

Currently Selected:

ეს. 28: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in