YouVersion Logo
Search Icon

ოს. 14

14
ისრაელის მომავალი განდიდება
1მსჯავრი დაედება სამარიას, რადგან აუჯანყდა თავის ღმერთს. მახვილით დაეცემიან, მათი ბავშვები, აიკუწებიან, და მათი ორსულნი გაიფატრებიან.
2მოიქეც, ისრაელო, შენი უფალი ღმერთისკენ, რადგან წაფორხილდი შენს უკეთურებაზე.
3შეიგონეთ სიტყვები უთხარით, და ხბორებს ჩვენი ბაგეებით აგინაზღაურებთ.
4ვეღარ გვიხსნის აშური, ცხენებზე აღარ ავმხედრდებით და ჩვენს ღმერთებად აღარ შევრაცხავთ ჩვენსავე ნახელავს, რადგან მხოლოდ შენში ჰპოვებს შებრალებას ობოლი.
5განვკურნავ მათ განდგომას და ნებისაებრ შევიყვარებ მათ, რადგან გაივლის ჩემი რისხვა მათდამი.
6ვიქნები ცვარი ისრაელისათვის; აყვავდება, როგორც შროშანი და ლიბანივით გაიდგამს ფესვებს.
7განზე წავლენ მისი რტოები, ზეთისხილის ბრწყინვალება ექნება და ლიბანის სურნელი.
8დაბრუნდებიან მის ჩრდილში მსხდომარენი; სიცოცხლეს მიანიჭებენ ხორბალს და ვაზივით აყვავილდებიან; ლიბანის ღვინოსავით გაითქვამს სახელს.
9რაღა მესაქმება, ეფრემ, კერპებთან? მე შევიწყნარე და მივხედავ მას; მე ამწვანებული ალვა ვარ, ჩემგან გექნება შენ ნაყოფი.
10ვინც ბრძენია, შეიგრძნოს ეს, ვინც გონიერია, იცოდეს ეს, რადგან სწორია უფლის გზები და მართალნი დადიან მასზე; განდგომილნი კი ფორხილობენ მასზე.

Currently Selected:

ოს. 14: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in