ებრ. 7
7
მნიშვნელობა მელქიცედეკისა,
აბრაამისა და ლევისა
1ვინაიდან ეს მელქიცედეკი, შალემის მეფე, მაღალი ღმერთის მღვდელი, შეეგება აბრაამს, მეფეების განადგურების შემდეგ დაბრუნებულს, და აკურთხა იგი.
2იგი, რომელსაც აბრაამმა მეათედი უწილადა ყველაფრისაგან. პირველად მისი სახელი ნიშნავს: სიმართლის მეფეს, შემდეგ: შალემის მეფეს, ანუ მშვიდობის მეფეს.
3უმამო, უდედო, უგვარმტომო, არც დღეთა დასაბამი აქვს, არც სიცოცხლის დასასრული, ღვთის ძის მსგავსად, რჩება მღვდლად სამუდამოდ.
4შეხედეთ ახლა, რაოდენ დიდია იგი, რომელსაც მამამთავარმა აბრაამმა უწილადა მეათედი ნადავლიდან.
5მათ, ვინც ლევიანთაგან მიიღებენ მღვდლობას, რჯულით მცნებადა აქვთ მეათედის აღება ხალხისაგან, ანუ თავიანთი ძმებისაგან, თუმცა ისინიც აბრაამის საზარდულიდან გამოვიდნენ.
6მან კი ვინც მათი გვარიდან არ არის, მიიღო მეათედი აბრაამისაგან და აკურთხა აღთქმის მქონე.
7ხოლო ყოველგვარი ცილობის გარეშე, უმცირესი უმეტესის მიერ იკურთხება.
8აქ მეათედს ღებულობენ მოკვდავი ადამიანები, იქ კი – ვისაც მოწმობა აქვს, რომ ცოცხალია.
9და, ასე ვთქვათ, თვით ლევიმ, რომელიც მეათედს ღებულობს, აბრაამის სახით გაიღო მეათედი.
10ვინაიდან ჯერ კიდევ მამის საზარდულში იყო, როცა მას მელქიცედეკი შეეგება.
11ჰოდა, სრულყოფა რომ ლევიანური მღვდელმსახურებით მიიღწეოდეს (ვინაიდან მისი საშუალებით მიეცა ხალხს რჯული), მაშ, რაღა საჭირო იქნებოდა სხვა მღვდლის აღდგომა მელქიცედეკის წესით და სახელდება არა აარონის წესით?
12რადგან მღვდლობის შეცვლასთან ერთად საჭიროა რჯულის შეცვლაც.
13ვინაიდან ის, ვისზედაც ლაპარაკია, ეკუთვნოდა სხვა ტომს, რომლისაგანიც არავინ მიკარებია სამსხვერპლოს.
14ვინაიდან ცხადია, რომ ჩვენი უფალი აღმობრწყინდა იუდასაგან, ამ ტომის მღვდლობაზე კი არაფერი უთქვამს მოსეს.
15და კიდევ უფრო ნათელია ის, რომ მელქიცედეკის მსგავსად დგება სხვა მღვდელი,
16რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულის მიხედვით კი არაა მღვდელი, არამედ შეუმუსვრელი სიცოცხლის ძალით.
17ვინაიდან დამოწმებულია: „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით“.
იესო თავდებია აღთქმისა.
აქვს მღვდლობა გარდუვალი
18ადრინდელი მცნება კი გაუქმდა უძლურებისა და უსარგებლობის გამო,
19ვინაიდან რჯულმა ვერაფერი სრულყო, მაგრამ შემოდის უკეთესი სასოება, რომლის მეშვეობითაც ვუახლოვდებით ღმერთს.
20და ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე,
21ვინაიდან ისინი გახდნენ მღვდლები ფიცის გარეშე, ეს კი – ფიცით მის მიერ, რომელმაც უთხრა მას: „დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: ‘შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით’“.
22ესოდენ უმჯობესი აღთქმის თავდებიც იესო გახდა.
23მღვდელი ბევრი იყო, რადგან სიკვდილის გამო ვერ რჩებოდნენ სამსახურში,
24მას კი, უკუნისამდე დარჩენით გარდაუვალი მღვდლობა აქვს.
25ამიტომაც ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს, ვინაიდან ცოცხალია მუდამ, რათა უშუამდგომლოს მათ.
26ასეთი მღვდელმთავარი შეგვფერის ჩვენ: წმიდა, უმანკო, გულმართალი, ცოდვილთაგან განრიდებული და ცათა ზედა ამაღლებული,
27რომელსაც არ სჭირდება, როგორც იმ მღვდელმთავრებს, ყოველდღე ჯერ თავისი ცოდვებისათვის შესწიროს მსხვერპლი და შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის. ვინაიდან ეს მან ერთხელ მოიმოქმედა, როცა თავი შესწირა.
28ვინაიდან რჯული აყენებს უძლურ ადამიანებს მღვდელმთავრებად, ხოლო ფიცის სიტყვამ რჯულის შემდგომ დააყენა ძე უკუნისამდე სრულქმნილი.
Currently Selected:
ებრ. 7: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002