YouVersion Logo
Search Icon

ეზეკ. 35

35
წინასწარმეტყველება სეყირის მთაზე
1და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
2„ძეო კაცისავ! მიმართე შენი პირი სეყირის მთას და იწინასწარმეტყველე მასზე.
3და უთხარი მას: ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, სეყირის მთავ, და გამოვიწვდენ ჩემს ხელს შენს წინააღმდეგ და გაქცევ ოხრად და ტიალად
4შენს ქალაქებს ნანგრევებად ვაქცევ და გატიალდები და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.
5იმის გამო, რომ შენ საუკუნო მტრობა გქონდა და მახვილს გადასცემდი ისრაელის ძეთ მათი უბედურების ჟამს, უკანასკნელი ურჯულოების ჟამს,
6ამიტომ, ცოცხალი ვარ მე,’ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘სისხლად გაგცევ და სისხლი დაგედევნება. სისხლი არ გძულდა და სისხლი დაგედევნება შენ.
7და ვაქცევ სეყირის მთას ოხრად და ტიალად, და მოვკვეთ მისგან გამვლელსა და გამომვლელს.
8და გავავსებ მის მთებს დახოცილებით. შენს ბორცვებზე და შენს ხეობებში, და შენს ყველა კალაპოტში, მახვილით დახოცილები დაეცემიან.
9საუკუნო ოხრებას მიგცემ შენ და შენი ქალაქები არ დასახლდებიან, და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.
10იმის გამო, რომ ამბობდი შენ: ‘ეს ორი ხალხი და ეს ორი ქვეყანა ჩემი იქნება და ჩვენ დავიმკვიდრებთ მათ!’ უფალი კი იქ იყო.
11ამიტომ, ცოცხალი ვარ მე!“ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘და მოგექცევი შენი რისხვისამებრ და შენი შურისამებრ, როგორც მოექეცი მათ შენი სიძულვილისამებრ და გამოვეცხადები მათ, როდესაც განგსჯი შენ.
12და მიხვდები, რომ მე, უფალმა, მოვისმინე ყველა შენი ლანძღვა, რომელიც წარმოთქვი ისრაელის მთების მიმართ: აოხრდნენ ისინი, ჩვენ მოგვეცა შესაჭმელად!
13და მედიდურობდით ჩემს წინააღმდეგ თქვენი პირით და ამრავლებდით სიტყვებს ჩემს წინააღმდეგ, მე მოვისმინე.
14ასე თქვა უფალმა ღმერთმა: როდესაც გაიხარებს მთელი ქვეყანა, უდაბურად გაქცევ შენ.
15როგორც ხარობდი შენ ისრაელის სახლის სამკვიდროს გაუდაბურებაზე, ისე მოგექცევი შენ: გაუდაბურდები, სეყირის მთავ და მთელო ედომო მთლიანად, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.“

Currently Selected:

ეზეკ. 35: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy