YouVersion Logo
Search Icon

კოლ. 1

1
1პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, და ძმა ტიმოთე,
2კოლოსეში მყოფ წმიდათ და მორწმუნე ძმებს ქრისტეში.
მადლობა ღმერთს
მათი რწმენისა და სიყვარულისათვის
3მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. ვმადლობთ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამას ყოველთვის, როცა თქვენთვის ვლოცულობთ.
4რომ გვესმის თქვენი რწმენა ქრისტე იესოში და თქვენი სიყვარული ყოველი წმიდის მიმართ,
5თქვენთვის ზეცაში გამზადებული სასოების გამო, რომელიც წინასწარ გესმათ სახარების ჭეშმარიტი სიტყვით,
6რომელიც მოვიდა თქვენთან ისევე, როგორც მთელ სოფელში, და მოაქვს ნაყოფი და იზრდება ისევე, როგორც თქვენს შორისაც იმ დღიდან მოკიდებული, რაც თქვენ ისმინეთ და შეიცანით ღვთის მადლი ჭეშმარიტებაში,
7როგორც ისწავლეთ ჩვენ საყვარელ თანამსახურ, ეპაფრასაგან, რომელიც ერთგულად ემსახურება ქრისტეს თქვენთვის,
8მანვე გვაუწყა თქვენი სიყვარული სულით.
ლოცულობს, რომ მოიქცნენ უფლის ღირსად
9ამისათვის ჩვენც იმ დღიდან, რაც ეს მოვისმინეთ, განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, ყოველნაირი სიბრძნითა და სულიერი გონებით,
10რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში აამოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის გამოღებით და ღვთის შეცნობაში ზრდით,
11მთელი ძალით გაძლიერდეთ მისი დიდების სიმტკიცისამებრ ყოველგვარ მოთმინებაში და სულგრძელებაში სიხარულით.
12ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც წმიდანთა მემკვიდრეობის მონაწილეობის ღირსი გაგვხადა ნათელში,
13რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში,
იესოს ჰქონდეს ყველაფერში პირველობა
14რომელშიც გვაქვს მისი სისხლით გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება,
15ვინც არის უხილავი ღვთის ხატება, პირმშო ყოველი ქმნილებისა,
16ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და მიწაზეა, ხილული და უხილავი: საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი – ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი.
17იგი არის უწინარეს ყოვლისა და ყოველივე მისით დგას.
18ის არის ეკლესიის სხეულის თავი. ის არის დასაბამი, პირმშო მკვდართაგან, რათა მას ჰქონდეს პირველობა ყველაფერში.
19რადგან მასში მოიწონა მთელი სისავსის დამკვიდრება,
20რათა მისით შემოერიგებინა ყოველი, დაემშვიდებინა მისი ჯვრის სისხლით მიწაზე თუ ცაში.
სახარების ქადაგება წარმართთა შორის
21თქვენც, რომელნიც ოდესღაც იყავით გაუცხოებულნი და გონებით მტრები თქვენი ბოროტი საქმეების გამო,
22ახლა შეგირიგათ მისი სხეულის ხორცში, მისი სიკვდილით, რათა წარგადგინოთ თავის წინაშე წმიდები, უბიწონი და უბრალონი.
23ოღონდ თუ დარჩებით მტკიცე და შეურყეველი რწმენაში და არ გადაუხვევთ სახარების სასოებას, რომელიც თქვენ ისმინეთ, რომელიც ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე.
24ახლა კი ვხარობ ჩემი ტანჯვებით თქვენს გამო და ჭირს, რაც ქრისტეს დააკლდა, ვავსებ საკუთარი ხორცით მისი სხეულისათვის, რომელიც ეკლესიაა,
25რომლის მსახურიც მე გავხდი საღვთო მნეობის მიხედვით, რომელიც ნაბოძები მაქვს თქვენი გულისთვის, აღსასრულებლად ღვთის სიტყვისა,
26საიდუმლოსი, რომელიც დაფარული იყო საუკუნეთა და თაობათაგან და ახლა გაემხილათ მის წმიდებს,
27რომელთათვისაც ღმერთმა ინება ეცნობებინა, თუ რა არის სიმდიდრე ამ საიდუმლოს დიდებისა წარმართებს შორის, რაც არის ქრისტე თქვენში, დიდების სასოება,
28რომელსაც ვქადაგებთ ჩვენ, რათა შევაგონოთ ყოველ ადამიანს და ვასწავლოთ ყოველ ადამიანს ყოველგვარი სიბრძნე, რათა ყოველი კაცი წარვადგინოთ სრულქმნილად ქრისტე იესოში.
29ამისათვის მეც ვშრომობ და ვიღწვი მისი ძალით, რომელიც ძლიერად მოქმედებს ჩემში.

Currently Selected:

კოლ. 1: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in