YouVersion Logo
Search Icon

1ნეშტ. 27

27
ლაშქრის მეთაურთა დანაწილება
1ესენი არიან ისრაელის ძენი მათი რიცხვის მიხედვით, თავ-თავიანთ მამისსახლთა თავკაცნი, ათასისთავები, ასისთავები და მათი მზირები, რომელნიც მეფეს ემსახურებოდნენ დასების ყველა საქმეში, მიდი-მოდიოდნენ ყოველთვიურად, წელიწადის ყოველ თვეში. თითოეული დასი ოცდაოთხი ათასისგან შესდგებოდა.
2პირველ დასზე პირველი თვისთვის დადგენილი იყო იოშაბყამ ზაბდიელის ძე; მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
3იგი იყო ფერეცის შვილთაგანი, პირველი თვის ყველა მხედართმთავრის მეთაური.
4მეორე თვის დასზე იყო დოდაი ახოხელი, მის დასშივე იყო მთავარი მიკლოთი. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
5მესამე თვის მესამე მხედართმთავარი იყო ბენაიაჰუ, იეჰოიადაყ მღვდლის ვაჟი, მის. დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო.
6ეს ბენაიაჰუ ოცდაათ მოყმეთაგანი და მათი მეთაური იყო. მისი ძე ყამიზაბადიც მის დასში იყო.
7მეოთხე თვეში მეოთხე იყო ყასაელი, იოაბის ძმა. მის შემდეგ კი მისი ძე ზებადია. მის დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო.
8მეხუთე თვეში მეხუთე მხედართმთავარი იყო შამუთ იზრახელი. მის დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო.
9მეექვსე თვეში მეექვსე იყო ყირა ყიკეშის ძე, თეკოაყელი, მის დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო.
10მეშვიდე თვეში მეშვიდე იყო ხელეც ფელონელი, ეფრემის ძეთაგან. მის დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო.
11მერვე თვეში მერვე იყო სიბექაი ხუშათელი, ზარხელთაგან. მის დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო.
12მეცხრე თვეში მეცხრე იყო აბიყეზერ ყანეთოთელი, ბენიამინელთაგან. მის დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო.
13მეათე თვეში მეათე იყო მაჰარაი ნეტოფათელი, ზარხელთაგან. მის დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო.
14მეთერთმეტე თვეში მეთერთმეტე იყო ბენაია ფირყათონელი, ეფრემელთაგან, მის დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო.
15მეთორმეტე თვეში მეთორმეტე იყო ხელდაი ნეტოფათელი, ყათნიელთაგან. მის დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო.
16ისრაელის შტოებზე: რეუბენის ძეთა წინამძღოლი იყო ელიეზერ ზიქრის ძე; სიმონელებისა – შეფატიაჰუ მაყაქას ძე;
17ლევიანებისა – ხაშაბია კემუელის ძე; აარონისა – ცადოკი;
18იუდასი – ელიჰუ, დავითის ძმათაგანი; ისაქარისა – ყომრი, ძე მიქაელისა;
19ზებულუნისა – იშმაყიაჰუ, ყობადიაჰუს ძე; ნაფთალისა – იერიმოთ ყაზრიელის ძე;
20ეფრემის ძეთა – ჰოშეაყ ყაზაზიაჰუს ძე, მენაშეს ნახევარტომისა – იოელ ფედიაჰუს ძე;
21მენაშეს ნახევარტომისა – იდო ზაქარიას ძე. ბენიამინისა – იაყასიელ აბნერის ძე;
22დანისა – ყაზარელ იეროხამის ძე. ესენი არიან ისრაელის ტომთა მთავარნი.
23ოცი წლისანი და მის ქვემოთ არ აღურიცხავს დავითს, ვინაიდან უფალმა ისრაელს ცის ვარსკვლავებივით გამრავლება აღუთქვა.
24იოაბ ცერუიას ძემ დაიწყო აღრიცხვა, მაგრამ არ დაამთავრა. ამის გამო ისრაელს რისხვა დაატყდა. ეს აღრიცხვა დავით მეფის მატიანის აღრიცხვაშიც არ შესულა.
25სამეფო საუნჯეებზე იყო ყაზმავეთ ყადიელის ძე. ხოლო იმ საუნჯეებზე, რომელიც მინდორში, ქალაქებში და ციხე-სიმაგრეებში იყო – იეჰონათან ყუზიაჰუს ძე.
26მინდვრის სამუშაოების შემსრულებლებზე, მიწას რომ ამუშავებდნენ – ყეზრი ქელუბის ძე.
27ვენახებზე – შიმყი რამათელი, ყურძნისა და ღვინის მარაგზე – ზაბდი შიფმელი,
28ზეთისხილებზე და ლეღვებზე, დაბლობში რომ არის – ბაყალ-ხანან გედერელი; ზეთის მარაგზე – იოყაში.
29ხოლო იმ ნახირზე, შარონში რომ სძოვდა – შიტრაი შარონელი, ნახირზე ხეობებში – შაფატ ყადლაის ძე,
30აქლემებზე – იობილ ისმაელიანი, სახედრებზე – იეხდეიაჰუ მერონოთელი,
31ცხვარზე – იაზიზ ჰაგერელი. ყველა ესენი დავით მეფის ქონების მოურავები იყვნენ,
32იონათანი, დავითის ბიძა, მრჩეველი იყო, კაცი გონიერი და მწიგნობარი. იეხიელი ხაქმონის ძე მეფისწულებთან იყო.
33ახითოფელი მეფის მრჩეველი იყო, ხუშაი არქელი კი – მეფის მეგობარი.
34ახითოფელის შემდეგ იყვნენ იეჰოიადაყ ბენაიაჰუს ძე და აბიათარი. მეფის მხედართმთავარი იყო იოაბი.

Currently Selected:

1ნეშტ. 27: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Video for 1ნეშტ. 27