მაგრამ ჩვენი მამები გაკადნიერდნენ, გაიფიცხეს ქედი და ყური არ ათხოვეს შენს მცნებებს. და არც გაგონება ინებეს და არც შენი საოცარი საქმეები გაიხსენეს, მათ შორის რომ მოახდინე. გაიფიცხეს ქედი, დაიყენეს ბელადი, რათა მონობას დაბრუნებოდნენ ამბოხებით. მაგრამ შენა ხარ ღმერთი შემნდობი, მოწყალე და შემბრალე. ნელი რისხვაში და უხვი სიყვარულში, ამიტომ შენ არ მიგიტოვებია ისინი.