1
ეს. 43:19
ბიბლია
აჰა, მე შევქმნი ახალს, ახლა აღმოცენდება იგი, განა ვერ შეიტყობთ ამას? უდაბნოშიც გავიყვან გზას, ტრამალზე – მდინარეებს.
Compare
Explore ეს. 43:19
2
ეს. 43:2
როდესაც გაივლით წყლებში, მე თქვენთანა ვარ, და – მდინარეებში, არ წაგლეკავენ. როდესაც ცეცხლში გაივლით, არ დაიწვებით და ალი არ დაგწვავთ.
Explore ეს. 43:2
3
ეს. 43:18
„ნუ გაიხსენებთ პირვანდელს და წარსულზე ნუ იფიქრებთ.
Explore ეს. 43:18
4
ეს. 43:1
მაგრამ ახლა, ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: „ნუ გეშინიათ, რადგან გამოგისყიდეთ, მოგიწოდეთ თქვენი სახელით; ჩემი ხართ თქვენ.
Explore ეს. 43:1
5
ეს. 43:4
რადგანაც ძვირფასი ხარ ჩემს თვალში, ღირსეული იყავი და მე შეგიყვარე შენ. მე გავცემ სხვა ადამიანებს შენს სანაცვლოდ და სხვა ხალხებს – შენი სიცოცხლის სანაცვლოდ.
Explore ეს. 43:4
6
ეს. 43:3
რადგან მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი, ისრაელის წმიდა, თქვენი მხსნელი; თქვენს გამოსასყიდად ეგვიპტე გავეცი, ქუში და შებაყი თქვენს სანაცვლოდ.
Explore ეს. 43:3
7
ეს. 43:5
ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; აღმოსავლეთიდან მოვიყვან შენს თესლს და დასავლეთიდან შეგკრებ შენ.
Explore ეს. 43:5
8
ეს. 43:25
მე ვარ, მე ვარ ის, რომელიც რეცხავს შენს დანაშაულებებს ჩემი გულისათვის, და შენს ცოდვებს არ გავიხსენებ.
Explore ეს. 43:25
9
ეს. 43:10
„თქვენ ჩემი მოწმენი ხართ!“ – ამბობს უფალი, – „და ჩემი მორჩილი, რომელიც მე ამოვარჩიე, რათა იცოდეთ და მერწმუნოთ მე და გაიგოთ, რომ ეს მე ვარ: ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება.
Explore ეს. 43:10
10
ეს. 43:11
მე ვარ უფალი და არ არის ჩემს გარდა მხსნელი.
Explore ეს. 43:11
11
ეს. 43:13
„და პირველი დღიდან მე იგივე ვარ და არავინ არის ჩემი ხელიდან გადამრჩენელი; მე ვმოქმედებ და ვინ შეაბრუნებს ამას?“
Explore ეს. 43:13
12
ეს. 43:20-21
განმადიდებენ მე ველის ცხოველნი, ტურები და სირაქლემები, რადგან მივეცი უდაბნოში წყალი, ტრამალზე – მდინარეები, რათა წყალი ასვან ჩემს ერს, ჩემს რჩეულს. ერი, რომელიც ჩემთვის გამოვსახე. გამოაცხადებს ჩემს დიდებას
Explore ეს. 43:20-21
13
ეს. 43:6-7
ვეტყვი ჩრდილოეთს: ‘მიეცი!’ და სამხრეთს: ‘ნუ დააკავებ!’ მოიყვანე ჩემი ძენი შორიდან და ჩემი ასულნი – ქვეყნის კიდიდან, ყოველი, ჩემი სახელით წოდებული, ვინც ჩემი დიდებისათვის გავაჩინე; ვინც გამოვსახე და შევქმენი!“
Explore ეს. 43:6-7
14
ეს. 43:16-17
ასე ამბობს უფალი, მომცემი ზღვაში გზისა და ძლიერ წყალში – ბილიკისა, გამომყვანი ეტლისა და ცხენისა, ლაშქრისა და ძალისა; ერთად დაწვნენ ისინი, ვერ ადგნენ, დაიშრიტნენ, პატრუქივით ჩაქრნენ.
Explore ეს. 43:16-17
15
ეს. 43:15
მე, ვარ უფალი, თქვენი წმიდა, ისრაელის გამჩენი, თქვენი მეფე.“
Explore ეს. 43:15
Home
Bible
Plans
Videos