Genesis 12

12
1უთხრა უფალმა აბრამს: „წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.#საქ 7:2,3; ებრ 11:8. 2და გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები. 3და ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; და კურთხევა იქნები შენ დედამიწის ყველა ტომებისთვის.“#გლტ 3:8. 4და წავიდა აბრამი, როგორც უთხრა მას უფალმა, და მასთან ერთად წავიდა ლოტიც. 75 წლისა იყო აბრამი, როცა ხარანიდან გავიდა. 5და წაიყვანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, და ყველა მსახური, ვინც კი ხარანში შეიძინეს, და წაიღო მთელი ქონება, რაც კი მოხვეჭილი ჰქონდათ, და დაადგნენ ქანაანის ქვეყნის გზას და მივიდნენ იქ. 6და გადაიარა აბრამმა ის ქვეყანა შექემის მისადგომებამდე, მორეს მუხამდე. ქანაანელნი მკვიდრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში. 7და გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: „შენს ნაშიერს მივცემ ამ ქვეყანას.“ და იქ აუგო სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას.#საქ 7:5; გლტ 3:16. 8და გაემართა იქიდან მთიანეთსაკენ, ბეთელის აღმოსავლეთით, და დადგა იქ კარავი. ბეთელი მას დასავლეთიდან ემხრობოდა, ხოლო ღაი – აღმოსავლეთიდან; და იქ აუგო აბრამმა სამსხვერპლო უფალს და უხმობდა უფლის სახელს. 9და დაიძრა აბრამი და გააგრძელა სვლა ნეგებისაკენ.
10და იყო შიმშილი იმ ქვეყანაში და ჩავიდა აბრამი ეგვიპტეში საცხოვრებლად, რადგან მძვინვარებდა შიმშილი ქვეყანაში. 11და როცა მიუახლოვდა ეგვიპტეს, აბრამმა უთხრა თავის ცოლს, სარაის: „ვიცი, შესახედავად რა ლამაზი ქალი ხარ! 12დაგინახავენ ეგვიპტელნი და იტყვიან, მისი ცოლიაო, მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ. 13ისე თქვი ვითომც ჩემი და ხარ, რათა კარგად მომეპყრონ შენს გამო, და გადავრჩე შენი წყალობით.“#დაბ 20:2; 26:7. 14და როცა მივიდა აბრამი ეგვიპტეში, ეგვიპტელებმა დაინახეს, რომ ის ქალი ფრიად მშვენიერი იყო. 15დაინახეს ის ფარაონის დიდებულებმაც, და აქეს იგი ფარაონის წინაშე; და წარადგინეს ის ქალი ფარაონის კარზე. 16და აბრამს კარგად ექცეოდა ის სარაის გამო; და აბრამს გაუმრავლდა ცხვარი და ძროხა, მსახურნი და მხევალნი, და ვირი და აქლემი.
17მაგრამ დიდად შეაჭირვა უფალმა ფარაონი და მისი სახლეული სარაის, აბრამის ცოლის გამო. 18და მოიხმო ფარაონმა აბრამი, და უთხრა: „ეს რა მიყავი? რატომ არ გამიმხილე, თუ შენი ცოლი იყო ეს ქალი? 19რადა თქვი, ჩემი და არისო? და მე იგი ლამის ცოლად დავისვი! აჰა, შენი ცოლი, წაიყვანე და წადით აქედან!“ 20და მიუჩინა ფარაონმა ხალხი და მათაც გაამგზავრეს აბრამი თავისი ცოლითა და მთელი თავისი საბადებლითურთ.

Seçili Olanlar:

Genesis 12: ქბსვ

Vurgu

Paylaş

Kopyala

None

Önemli anlarınızın tüm cihazlarınıza kaydedilmesini mi istiyorsunuz? Kayıt olun ya da giriş yapın