Genesis 10
10
1ეს არის ნოეს ძეთა – სემის, ქამისა და იაფეთის მოდგმა, რომლებმაც წარღვნის შემდეგ შვეს შვილები.
2იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი. 3გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა. 4იავანის ძენი: ელიშა, თარშიში, ქითიმი და დოდანიმი.#10:3-4 ზოგ ებრ. ხელნაწერში და ძველ თარგმანში სახელების რიფათი და დოდანიმი-ს ნაცვლად არის შესაბამისად დიფათი და როდანიმი. 5ამათგან განშტოვდნენ ზღვისპირა ხალხები თავ-თავის ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის მიხედვით, თავისი ტომის მიხედვით თავ-თავის ხალხში.
6ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი. 7ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რაყმა და საბთექა. რაყმას ძენი: შება და დედანი. 8ქუშმა შვა ნიმროდი, რომელიც პირველი გოლიათი იყო ქვეყანაზე. 9ძლიერი მონადირე იყო ნიმროდი უფლის წინაშე. ამიტომ არის ნათქვამი: „ნიმროდივით ძლიერი მონადირეაო უფლის წინაშე.“ 10მის სამეფოს დასაწყისში შეადგენდა: ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე – შინყარის მიწები. 11ამ ქვეყნიდან წავიდა ის აშურში, სადაც ააგო ნინევე, რეხობოთ-ირი, ქალახი, 12და რესენი ნინევესა და ქალახს შორის, დიდი ქალაქი. 13მიცრაიმი იყო მამა ლუდელთა, ყანამელთა, ლეჰაბელთა, ნაფთუხელთა, 14ფათრუსელთა, ქასლუხელთა (რომელთაგან ფილისტიმელნი წარმოიშვნენ) და ქაფთორელთა.
15ქანაანს ეყოლა ციდონი, მისი პირმშო, და ხეთი 16და იებუსელნი, ამორეველნი, გირგაშელნი, 17ხიველნი, ყარკელნი, სინელნი, 18არვადელნი, ცემარელნი და ხამათელნი. და მერე განითესნენ ქანაანელთა ტომები. 19და იყო ქანაანელთა საზღვარი ციდონიდან გერარის მიმართულებით ღაზამდე, სოდომის, გომორას, ადმას და ცებოიმის მიმართულებით ლაშაყამდე. 20ესენი არიან ძენი ქამისა თავ-თავისი ტომებისა და ენების მიხედვით, თავ-თავის ქვეყანებში, თავ-თავის ხალხში.
21და სემსაც, ყებერის ყველა ძის მამას, იაფეთის უფროს ძმას, შეეძინა ძენი. 22სემის ძენი: ყელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი და არამი. 23არამის ძენი: ყუცი, ხული, გეთერი და მაში. 24არფაქშადს შეეძინა შელა, და შელას ყებერი. 25ყებერს ორი ძე შეეძინა: ერთის სახელი იყო ფელეგი, #10:25 ებრ. ნიშნავს: გაყოფა. რადგან მის დროს დანაწილდა დედამიწა, მისი ძმის სახელი იყო იოკტანი.#1ნშ 1:19. 26იოკტანს შეეძინა ალმოდადი, შელეფი, ხაცარმავეთი, იერახი, 27ადორამი, უზალი, დიკლა, 28ყობალი, აბიმაელი, შება, 29ოფირი, ხავილა და იობაბი. ყველა ესენი იოკტანის ძენი იყვნენ. 30და დაესახლნენ ისინი მეშაყიდან სეფარის მიმართულებით აღმოსავლეთის მთამდე. 31ესენი იყვნენ ძენი სემისა თავ-თავის საგვარეულოთა მიხედვით, ენათა მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხში.
32ეს არის ნოეს ძეთა შთამომავლობა, თავ-თავისი მოდგმის მიხედვით, თავ-თავის ხალხში. მათგან განითესნენ ხალხები ქვეყანაზე წარღვნის შემდეგ.
Trenutno izabrano:
Genesis 10: სბს
Istaknuto
Podijeli
Kopiraj
Želiš li da tvoje istaknuto bude sačuvano na svim tvojim uređajima? Kreiraj nalog ili se prijavi
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013