YouVersion
Pictograma căutare

John 5

5
1ამის შემდეგ ებრაელთა დღესასწაული იყო და ავიდა იესო იერუსალიმში.
2იერუსალიმში, ცხვრის კარიბჭესთან, არის საბანელი, რომელსაც ებრაულად ბეთეზდა ეწოდება, და მას აქვს ხუთი სტოა. 3ისხდა იქ მრავალი სნეული: ბრმა, ხეიბარი და ჩამომხმარი, რომლებიც წყლის ამღვრევას ელოდნენ, 4რადგან უფლის ანგელოზი გადმოდიოდა დროდადრო და ამღვრევდა წყალს. ხოლო ვინც პირველი ჩადიოდა წყლის ამღვრევის შემდეგ, იკურნებოდა, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო შეპყრობილი. 5იყო იქ კაცი, რომელსაც 38 წელი გაეტარებინა სნეულებაში. 6იესომ იხილა იგი მწოლარე და შეატყო, რომ უკვე დიდი ხნის სნეულია და უთხრა: „გსურს, განიკურნო?“ 7მიუგო მას სნეულმა: „უფალო, კაცი არა მყავს, წყლის ამღვრევისას რომ ჩამიშვას აუზში. სანამ მე მივალ, სხვა მასწრებს.“ 8ეუბნება მას იესო: „ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი!“ 9და მაშინვე განიკურნა ის კაცი. აიღო თავისი საწოლი და გაიარა. ხოლო ის დღე შაბათი იყო. 10უთხრეს ებრაელებმა განკურნებულს: „დღეს შაბათია, ნება არა გაქვს საწოლის აღებისა.“#ნეე 13:19; იერ 17:21. 11მან მიუგო მათ: ვინც განმკურნა, მითხრა: „აიღე შენი საწოლი და წადი.“ 12ჰკითხეს მას: „ვინ არის ის კაცი, ვინც გითხრა, აიღე და წადი?“ 13განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო იგი, რადგან იესო იქ მყოფ ხალხში გაუჩინარდა. 14ამის შემდეგ იესომ ტაძარში ნახა ის და უთხრა: „აჰა, შენ განიკურნე, ნუღარ შესცოდავ, რათა უარესი რამ არ დაგემართოს.“ 15ის კაცი წავიდა და ებრაელებს უთხრა: „იესოა, ვინც მე განმკურნა.“ 16და დაუწყეს ებრაელებმა იესოს დევნა იმის გამო, რომ შაბათს აკეთებდა ამას. 17იესომ მიუგო მათ: „მამაჩემი აქამდე აკეთებს და მეც ვაკეთებ.“ 18ამიტომ ებრაელებმა უფრო მეტად დაუწყეს ძებნა მოსაკლავად, რადგან არა მარტო შაბათის წესი დაარღვია, არამედ ღმერთს მამა უწოდა, და თავი ღმერთს გაუტოლა.
19მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძე თავის თავად ვერაფერს გააკეთებს, თუ არ იხილავს, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს. 20რადგან მამას უყვარს ძე და ყველაფერს, რასაც აკეთებს, უჩვენებს მას. ამაზე უფრო დიდ საქმეებსაც უჩვენებს, ისეთებს, რომ გაგიკვირდებათ. 21რადგან, როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და სიცოცხლეს ანიჭებს მათ, ასევე ძეც, ვისი გაცოცხლებაც სურს, გააცოცხლებს. 22რადგან მამა არავის განსჯის, არამედ მთელი განსასჯელი ძეს გადასცა, 23რათა ყველამ პატივი მიაგოს ძეს, როგორც მამას მიაგებენ პატივს. ვინც ძეს არ მიაგებს პატივს, ის არც მამას მიაგებს პატივს, რომელმაც იგი მოავლინა. 24ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემს მომავლინებელს იწამებს, საუკუნო სიცოცხლე ექნება და არ განისჯება, არამედ გადავა სიკვდილიდან სიცოცხლეში. 25ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოდის ჟამი, და უკვე მოსულია, როდესაც მკვდრები გაიგონებენ ღმერთის ძის ხმას და ვინც გაიგონებს, იცოცხლებს. 26რადგან, როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე ძესაც მისცა, რომ ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში. 27განსჯის ხელმწიფებაც მისცა მას, რადგან კაცის ძე არის იგი. 28ნუ გაგიკვირდებათ ეს, რადგან მოდის ჟამი, როდესაც ყველა, ვინც საფლავებში არის, მის ხმას გაიგონებს. 29და კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მოქმედნი კი განკითხვის აღდგომისათვის. #დან 12:2. 30ჩემთავად არაფრის გაკეთება არ შემიძლია. როგორც ვისმენ, ისე განვსჯი, და ჩემი სამართალი მართალია, რადგან მე ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.
31მე რომ ვმოწმობდე ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა არ იქნებოდა ჭეშმარიტი. 32სხვა არის დამმოწმებელი ჩემზე და ვიცი, რომ ჭეშმარიტია ის მოწმობა, რომლითაც ის ამოწმებს ჩემზე. 33თქვენ მიავლინეთ იოანესთან და მან დაამოწმა ჭეშმარიტება. #იო 1:19-27; 3:27-30. 34თუმცა ადამიანისგან არ ვიღებ მოწმობას, მაგრამ ამას იმიტომ ვამბობ, რომ თქვენ გადარჩეთ. 35იგი ანთებული და მანათობელი სანთელი იყო და თქვენ გინდოდათ გეხარათ ერთხანს მის ნათელში. 36მე კი უფრო დიდი მოწმობა მაქვს, ვიდრე იოანესია, რადგან საქმენი, რომელნიც მამამ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ ქმნილი საქმენი, მოწმობენ ჩემზე, რომ მამამ მომავლინა. 37და მამა, რომელმაც მე მომავლინა, მოწმობს ჩემზე, თქვენ კი არასოდეს გსმენიათ მისი ხმა და არც მისი ხატი გიხილავთ. #მთ 3:17; მრკ 1:11; ლკ 3:22. 38მისი სიტყვა ვერ დამკვიდრდა თქვენში, რადგან არა გწამთ მისი, რომელიც მან მოავლინა. 39იკვლევთ წერილებს, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემზე მოწმობენ. 40თქვენ ჩემთან მოსვლა არა გსურთ, რათა სიცოცხლე გქონდეთ. 41არ ვიღებ დიდებას ადამიანთაგან, 42მაგრამ მე გიცნობთ თქვენ – ღმერთის სიყვარული არ არის თქვენში. 43მე მოვედი ჩემი მამის სახელით და არ მიღებთ. სხვა თუ მოვა თავისი სახელით, მას მიიღებთ. 44როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, როდესაც ერთმანეთისაგან იღებთ დიდებას, ხოლო ერთი ღმერთის დიდებას არ ეძებთ? 45ნუ გგონიათ, რომ მე დაგდებთ ბრალს მამის წინაშე. თქვენი ბრალმდებელი მოსეა, ვისიც თქვენ გწამთ. 46რადგან, თქვენ რომ მოსესი გწამდეთ, მეც მიწამებდით, რადგან მან ჩემზე დაწერა. 47ხოლო თუ მისი დაწერილისა არ გწამთ, როგორღა იწამებთ ჩემს სიტყვებს?“

Selectat acum:

John 5: სბს

Evidențiere

Partajează

Copiază

None

Dorești să ai evidențierile salvate pe toate dispozitivele? Înscrie-te sau conectează-te