Genesis 6:1-4

Genesis 6:1-4 ᲡᲑᲡ

როცა იწყეს ადამიანებმა გამრავლება მიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთის შვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლებად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. და თქვა უფალმა: „არ დაივანოს სულმა ჩემმა ადამიანზე საუკუნოდ, რადგან იგი ხორციელია, და იყოს მისი ხანი 120 წელი.“ გოლიათები ცხოვრობდნენ მიწაზე იმ ხანებში და მას შემდეგაც, როცა ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც შვილებს უჩენდნენ მათ. სახელოვანი ხალხი იყვნენ ისინი ძველთაგანვე.

Video for Genesis 6:1-4

Gratis leesplannen en overdenkingen die te maken hebben met Genesis 6:1-4