1
დაბ. 1:26-27
ბიბლია
და თქვა ღმერთმა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. და ბატონობდეს თევზებზე ზღვაში და ცის ფრინველებზე, და პირუტყვზე მთელს ქვეყანაზე, და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც იძვრის მიწაში“. და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად – ღვთის ხატად შექმნა იგი. და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად.
Харьцуулах
დაბ. 1:26-27 г судлах
2
დაბ. 1:28
და აკურთხა ისინი ღმერთმა და უთხრა მათ ღმერთმა: „ინაყოფიერეთ და გამრავლდით, და აღავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას; და ბატონობდეთ ზღვის თევზებზე და ციურ ფრინველებზე, და ყოველ ცხოველზე, რომელიც კი მიწაზე დაცოცავს“.
დაბ. 1:28 г судлах
3
დაბ. 1:1
დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა.
დაბ. 1:1 г судлах
4
დაბ. 1:2
და მიწა იყო უსახურ-უდაბური, და იყო ბნელი უფსკრულის პირზე. და სული ღვთისა იძვროდა წყლის პირზე.
დაბ. 1:2 г судлах
5
დაბ. 1:3
და თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!“ და იქმნა ნათელი.
დაბ. 1:3 г судлах
6
დაბ. 1:31
და იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და ძალზე კარგი იყო. და იყო საღამო და იყო დილა – მეექვსე დღე.
დაბ. 1:31 г судлах
7
დაბ. 1:4
და იხილა ღმერთმა ნათელი, რომ კარგი იყო, და გაჰყო ნათელი ბნელისაგან.
დაბ. 1:4 г судлах
8
დაბ. 1:29
და თქვა ღმერთმა: „აჰა, მოგეცით თქვენ ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რომელიც მიწის პირზეა, და ყოველი ხე, რომელზეც თესლის მთესველი ნაყოფია – საჭმელად
დაბ. 1:29 г судлах
9
დაბ. 1:5
და უწოდა ღმერთმა ნათელს დღე და ბნელს უწოდა ღამე. და იყო საღამო და იყო დილა – ერთი დღე.
დაბ. 1:5 г судлах
10
დაბ. 1:6
და თქვა ღმერთმა: „იყოს მყარი წყლებს შორის მათ გამყოფად“.
დაბ. 1:6 г судлах
11
დაბ. 1:30
და ყოველ ცხოველს მიწისას, და ყოველ ფრინველს ცისას და ყოველ ქვეწარმავალს მიწაზე, რომელშიც ცოცხალი სულია, მივეცი მე მცენარეები საკვებად“. და იქმნა ასე.
დაბ. 1:30 г судлах
12
დაბ. 1:14
და თქვა ღმერთმა: „იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, და იყვნენ ისინი ნიშნებად, რომ აღნიშნონ წელიწადის დრონი, დღენი და წელნი.
დაბ. 1:14 г судлах
13
დაბ. 1:11
და თქვა ღმერთმა: „აღმოაცენოს მიწამ მცენარე, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი – მიწაზე თავისი გვარისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი“. და იქმნა ასე.
დაბ. 1:11 г судлах
14
დაბ. 1:7
და შექმნა ღმერთმა მყარი, და გაყო ღმერთმა მყარს ქვემო წყალი მყარს ზემო წყლისაგან. და იქმნა ასე.
დაბ. 1:7 г судлах
15
დაბ. 1:12
და აღმოაცენა მიწამ მცენარე, თესლის მთესველი და ხე ნაყოფიერი – მიწაზე თავისი გვარისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
დაბ. 1:12 г судлах
16
დაბ. 1:16
და გააჩინა ღმერთმა ორი დიდი მნათობი: უფრო მოზრდილი მნათობი – დღის განმგებლად, და უფრო მცირე მნათობი – ღამის განმგებლად, და ვარსკვლავები.
დაბ. 1:16 г судлах
17
დაბ. 1:9-10
და თქვა ღმერთმა: „შეგროვდეს მთელი ცისქვეშეთის წყალი ერთად და გამოჩნდეს ხმელეთი“. და იქმნა ასე. და უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა და შეგროვილ წყალს – ზღვები. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
დაბ. 1:9-10 г судлах
18
დაბ. 1:22
და აკურთხა ისინი ღმერთმა: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, და გაავსეთ ზღვის წყლები, და ფრინველმა იმრავლოს მიწაზე“.
დაბ. 1:22 г судлах
19
დაბ. 1:24
და თქვა ღმერთმა: „წარმოშვას მიწამ ცოცხალი არსებანი მათი გვარისამებრ – პირუტყვი, ქვეწარმავალნი და მიწის მხეცები მათი გვარისამებრ.“ და იქმნა ასე.
დაბ. 1:24 г судлах
20
დაბ. 1:20
და თქვა ღმერთმა: „აივსოს წყალი ცოცხალი არსებებით, და ფრინველებმა იფრინონ მიწის ზემოთ, ცის მყარზე“.
დაბ. 1:20 г судлах
21
დაბ. 1:25
და შექმნა ღმერთმა ცხოველნი მიწისა მათი გვარისამებრ, და პირუტყვი – მისი გვარისამებრ, და ყოველი ქვეწარმავალი მიწისა – მისი გვარისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
დაბ. 1:25 г судлах
Нүүр хуудас
Библи
Тѳлѳвлѳгѳѳнүүд
Бичлэгүүд