YouVersion Logo
Search Icon

Nahum 1

1
1ეს არის ნინევეს განაჩენი, წიგნი ელკოშელი ნაუმის ხილვისა.#ესა 10:5-34; 14:24-27; სოფ 2:13-15. 2მოშურნე და შურისმგებელი ღმერთია უფალი. შურისმგებელია უფალი და რისხვიანი. შურს მიაგებს უფალი თავის მოწინააღმდეგეთ და ჯავრს არ შეარჩენს თავის მტრებს. 3სულგრძელია უფალი და დიდძალოვანი, დაუსჯელს არავის დატოვებს. გრიგალშია უფალი და ქარბორბალაშია მისი სავალი. ღრუბელი მის ფერხთა მტვერია. 4დაემუქრება ზღვას და ამოაშრობს, და დაშრეტს ყველა მდინარეს. გადახმება ბაშანი და ქარმელი, დაჭკნება ლიბანის ყვავილი. 5მთები კანკალებენ მის წინაშე და ლღვებიან ბორცვები. დედამიწა თრთის მის წინაშე, სამყარო და ყოველი მისი მკვიდრი. 6ვინ გაუძლებს მის წყრომას? ვინ აიტანს მის მძვინვარებას? ცეცხლად იღვრება მისი რისხვა, კლდეები ირღვევიან მისგან. 7კეთილია უფალი – ციხესიმაგრე გასაჭირში, და სცნობს მათ, ვინც მას ესავენ. 8მოვარდნილი ღვართქაფივით წალეკავს მის ადგილს, და თავის მტრებს ჩარეკავს წყვდიადში. 9რა განუზრახეთ უფალს? ბოლოს მოუღებს ყველაფერს და ვეღარ აღდგება მტერი. 10რადგან ეკალ-ბარდებივით ჩახლართულნი და ლოთებივით ნაბახუსევნი ერთიანად გადაიბუგებიან ხმელ ჩალასავით. 11შენგან გამოვიდა უფლის წინააღმდეგ ავისმზრახველი, ბელიარის მრჩეველი. 12ასე თქვა უფალმა: თუნდაც ჯანით სავსენი იყვნენ და უამრავნიც, მაინც გაწყდებიან, გადაშენდებიანო. ხომ გაგტანჯე, მაგრამ მეტად აღარ გაგტანჯავო. 13ახლა კი დავლეწავ მის უღელს, ქედზე რომ გადგას, და დავწყვეტ შენს ბორკილებსო. 14ასე ბრძანა შენზე უფალმა: აღარ დარჩება თესლი შენი სახელით. გავაქრობ კერპსა და ქანდაკს შენი ღმერთის სახლიდან; საფლავს გაგიმზადებ, რადგან არარაობა ხარ. 15აჰა, გაისმა მთებზე მახარობლის ფეხის ხმა მშვიდობის მაუწყებლისა! გამართე დღესასწაულები, იუდეა, აღთქმები შეასრულე, რადგან აღარ დაგეცემა თავს ბელიარი, საბოლოოდ განადგურდა.#ესა 52:7.

Currently Selected:

Nahum 1: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in