შვილო ჩემო, თუ მიიღებ ჩემს ნათქვამს და ჩემს მცნებებს შეინახავ,
ყურადღებით მოუსმენ სიბრძნეს, შენს გულს მოუხრი გონიერებას,
რადგან თუ გონებას მოუხმობ, საზრიანობას მისცემ შენს ხმას;
თუ მოძებნი მას, როგორც ვერცხლს და მონახავ მას, როგორც საუნჯეს,
მაშინ გაიგებ უფლის შიშსა და უფლის შეცნობას ჰპოვებ.