YouVersion Logo
Search Icon

Zephaniah 2

2
1გონს მოდი, უსირცხვილო ხალხო. 2ვიდრე მოაწევდეს განგება, ვიდრე ბზესავით არ განიავდებოდეს დღე, ვიდრე არ დაგტეხიათ უფლის რისხვა, ვიდრე არ დაგტეხიათ უფლის რისხვის დღე. 3ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო, ვინც ასრულებთ მის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს. 4რადგან მიატოვებენ ღაზას, გაუკაცურდება აშკელონი, დღისით-მზისით აიყრება აშდოდი და ამოიფხვრება ყეკრონი.#ესა 14:29-31; იერ 47:1-7; ეზკ 25:15-17; იოლ 3:4-8; ამო 1:6-8; ზაქ 9:5-7. 5ვაი, ზღვისპირელებს, ქერეთელთ! შენზეა უფლის სიტყვა, ქანაანო, ფილისტიმელთა ქვეყანავ! გაგანადგურებ და გაუკაცურდები. 6გადაიქცევა ზღვისპირეთი მწყემსთა იალაღებად და ცხვრის ფარეხებად. 7იუდას სახლის ნატამალს ერგება ზღვისპირეთის მხარე, იქ დამწყემსავენ და აშკელონის სახლებში დაისვენებენ საღამოობით, რადგან მოხედავს მათ მათი უფალი ღმერთი და დააბრუნებს მათ ტყვეებს. 8მესმოდა როგორ ილანძღებოდა მოაბი და როგორ ავსიტყვაობდნენ ყამონელები, როგორ ლანძღავდნენ ჩემს ერს და დიდგულობდნენ მის საზღვრებთან.#ესა 15:1—16:14; 25:10-12; იერ 48:1-47; ეზკ 25:8-11; ამო 1:13-15; იერ 49:1-6; ეზკ 21:28-32; 25:1-7; ამო 1:13-15. 9ამიტომაც ვფიცავ, – ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, – რომ მოაბი სოდომივით გახდება და ყამონი – გომორასავით, ჭინჭარი და მლაშობები მოიცავს იმ ადგილს, და მარადიულ უდაბნოდ იქცევა. ჩემი ხალხის ნატამალი დაიმკვიდრებს მათ.#დაბ 19:24. 10ეს მოელით მათი ამპარტავნების გამო, რომ ილანძღებოდნენ და ედიდგულებოდნენ ცაბაოთ უფლის ერს. 11საშინელი იქნება მათთვის უფალი, რადგან გააცამტვერებს ქვეყნიერების ყველა ღმერთს, და მას დაუწყებს თაყვანისცემას ყოველი კაცი თავისი ქვეყნიდან, წარმართთა ყოველი კუნძული. 12თქვენც, ქუშელებო, დაილახვრებით ჩემი მახვილით.#ესა 18:1-7. 13გაიწვდის ხელს ჩრდილოეთისკენ და გაანადგურებს აშურს, და გაატიალებს ნინევეს, გაახრიოკებს უდაბნოსავით.#ესა 10:5-34; 14:24-27; ნეე 1:1—3:19.
14იქ დაეყრებიან ფარები და ყველა სახის ცხოველი დაიბუდებს; ვარხვი და ზღარბი გაითენებენ მის ბუღაურებზე. ჭოტის კივილი გაისმება სარკმლებში. ყორანი ჩამოჰყეფს ზღურბლს, რადგან ჩამოსცვივა კედარი კედლებს.
15ეს მოელის მხიარულსა და უდარდელ ქალაქს, რომელიც ამბობდა გულში: მე ვარ და ჩემს მეტი არავინ არისო. როგორ გატიალდა! როგორ გადაიქცა მხეცების ბუნაგად! ყოველი კაცი, ვინც მას შორიახლოს ჩაუვლის, სინანულით დაუსტვენს და ხელს ჩაიქნევს.

Currently Selected:

Zephaniah 2: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy