YouVersion Logo
Search Icon

Zechariah 11

11
1გააღე, ლიბანო, შენი კარიბჭე, რომ ცეცხლმა შეჭამოს შენი კედრები! 2გოდებდე, კვიპაროსო, რადგან დაეცა კედარი, რადგან გაიძარცვნენ ძლევამოსილნი; გოდებდეთ, ბაშანის მუხებო, რადგან დაემხო უღრანი ტყე. 3ისმინეთ მწყემსთა გოდების ხმა, რადგან გაიძარცვა მათი იალაღები; ისმინეთ ლომთა ბრდღვინვა, რადგან გაიძარცვა იორდანეს მშვენება.
4ასე ამბობს უფალი, ჩემი ღმერთი: დამწყსე დასაკლავად განწირული ცხვრები, 5მოვაჭრენი რომ ხოცავენ უწყალოდ, გამყიდველნი კი ამბობენ: „კურთხეულია უფალი, რადგან გავმდიდრდით!“ მათ მწყემსებსაც არ ანაღვლებთ ისინი. 6რადგან მეც აღარ დავინდობ ამ ქვეყნის მკვიდრთ, – ამბობს უფალი, – აჰა, ჩავუგდებ ყოველ კაცს თავის თვისტომს ხელში და თავის მეფეს, და ისინი აიკლებენ ქვეყანას, და მე არ დავიხსნი მათ მათი ხელიდან.
7დავმწყემსავ ცხვარს, დასაკლავად განწირულ ცხვარს, დაბეჩავებულ ცხვარს. ავიღებ ორ კომბალს, ერთს ვუწოდებ სიკეთეს, მეორეს – საკრველს, და იმითი დავმწყემსავ ცხვარს. 8ერთ თვეში მოვსპობ სამ მწყემსს; და ვეღარ აიტანს მათ ჩემი სული, როგორც მათმა სულმა შემიძულა მე. 9და მე ვამბობ: „მე აღარ დაგმწყემსავთ; მოსაკვდომი მოკვდეს, გასაწყვეტი გაწყდეს, დარჩენილებმა ერთმანეთის ხორცი ჭამონ.“ 10ავიღებ კომბალს – სიკეთეს და გადავტეხ, რათა გავაქარწყლო ჩემი აღთქმა, რომელიც ყველა ხალხებს დავუდე. 11და მოისპობა ის იმ დღეს, და მიხვდებიან ჩემი შემყურე დაბეჩავებული ცხვრები, რომ ეს უფლის სიტყვაა. 12და ვეტყვი მათ: „თუ გეთნევათ, მომეცით ჩემი გასამრჯელო, და თუ არა, ნუ მომცემთ;“ და მომიწონიან გასამრჯელოდ ოცდაათ ვერცხლს.#მთ 27:9,10.#მთ 26:15. 13და მითხრა უფალმა: „ჩაყარე ისინი საგანძურში,“ – საუკეთესო საფასური, როგორც შევფასდი მათგან. მეც ავიღე 30 ვერცხლი და ჩავყარე უფლის სახლის საგანძურში. 14და გავტეხ ჩემს მეორე კომბალს – საკრველს, რათა დავარღვიო სიყვარული იუდასა და ისრაელს შორის.
15და მითხრა უფალმა: კიდევ აიღე უგუნური მწყემსის იარაღი, 16რადგან აჰა, დავუყენებ ამ ქვეყანას მწყემსს, რომელიც მომაკვდავთ არ მიხედავს, დაკარგულს არ მოძებნის, დაცემულს არ განკურნავს, ფეხზე მდგარს არ გამოკვებავს, მაგრამ ნასუქალთა ხორცს შეჭამს და ჩლიქებს აახლეჩს. 17ვაი უმაქნის მწყემსს, ფარის მიმტოვებელს! მახვილი მის მკლავზე და მის მარჯვენა თვალზე. მთლიანად შეახმება მკლავი და მთლიანად დაევსება მარჯვენა თვალი!

Currently Selected:

Zechariah 11: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Video for Zechariah 11