Revelation 13
13
1და ვიხილე ზღვიდან ამომავალი მხეცი, რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა. და რქებზე – ათი დიადემა და თავებზე გმობის სახელები. #დან 7:3; გცხ 17:3,7-12. 2მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს ჰგავდა. და იყო მისი ფეხები, როგორც დათვისა, და მისი პირი, როგორც ლომის ხახა. და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ხელმწიფება. #დან 7:4-6. 3და მის თავთაგან ერთი თითქოს სასიკვდილოდ იყო განგმირული, მაგრამ ეს სასიკვდილო ჭრილობა განიკურნა. და განცვიფრდა მთელი დედამიწა და გაჰყვა მხეცს კვალდაკვალ. 4და თაყვანი სცეს ურჩხულს, რადგან მისცა ხელმწიფება მხეცს, და თაყვანი სცეს მხეცს და თქვეს: „ვინ არის ამ მხეცისთანა და ვის ძალუძს მასთან შებრძოლება?“ 5და მიეცა მას პირი, რათა მედიდურად ელაპარაკა და დაეგმო. და მიეცა მას ხელმწიფება სამოქმედოდ 42 თვეს. #დან 7:8,25; 11:36. 6და დააღო პირი ღმერთის დასაგმობად, რათა დაეგმო მისი სახელი, მისი სავანე და ცაში დავანებულნი. 7და მიეცა მას, რომ ებრძოლა წმიდებთან და გაემარჯვა მათზე. მიეცა მას ხელმწიფება ყველა ტომსა და ხალხზე, ენასა და ერზე. #დან 7:21. 8და თაყვანი სცა მას დედამიწის ყველა მკვიდრმა, ვისი სახელებიც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში, რომელიც აქვს ქვეყნიერების დასაბამიდან დაკლულ კრავს. #ფს 69:28. 9ვისაც ყური აქვს, ისმინოს. 10ვინც ატყვევებს, ტყვედ ჩავარდება. ვინც მახვილით კლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება. ეს არის წმიდათა მოთმინება და რწმენა. #იერ 15:2; 43:11. 11და ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი. მას ჰქონდა კრავის მსგავსი ორი რქა და ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული. 12იგი მოქმედებდა პირველი მხეცის სრული ხელმწიფებით მის წინაშე და აიძულებდა დედამიწას და მის მკვიდრთ თაყვანი ეცათ პირველი მხეცისთვის, რომელსაც განეკურნა სასიკვდილო ჭრილობა. 13ახდენს დიდ სასწაულებს, ისე, რომ ცეცხლიც კი ჩამოაქვს ციდან მიწაზე ადამიანთა წინაშე. 14და აცდუნებს დედამიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომლებიც მიეცა მას მხეცის წინაშე მოსახდენად, და ეუბნება მიწის მკვიდრთ, რომ გააკეთონ მხეცის ხატი, რომელსაც აქვს ჭრილობა მახვილისაგან და გაცოცხლდა. 15და მიეცა უფლება მხეცის ხატისათვის სულის ჩასაბერად, რომ მხეცის ხატმა ილაპარაკოს და იმოქმედოს, რათა მოკლას ყველა, ვინც თაყვანს არ სცემს მხეცის ხატს. 16და აიძულებს ყველას: პატარებსა და დიდებს, მდიდრებსა და ღარიბებს, თავისუფლებსა და მონებს, მიიღონ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე. 17რომ არავის შეეძლოს ყიდვა-გაყიდვა, მათ გარდა, ვისაც აქვს მხეცის სახელის ნიშანი ან მისი სახელის რიცხვი. 18აქ საჭირო არის სიბრძნე. ვისაც გაგება აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან ეს არის რიცხვი ადამიანისა და მისი რიცხვია 666.
Currently Selected:
Revelation 13: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა