YouVersion Logo
Search Icon

Nahum 2

2
1შეიმართა შენს თავზე დამანგრეველი. დაიცავი ციხესიმაგრე! თვალი გეჭიროს გზისკენ, წელი გაიმაგრე, ძალა მოიკრიბე! 2რადგან დააბრუნა უფალმა იაკობის დიდება, როგორც დიდება ისრაელისა! რადგან გაძარცვული ჰყავდათ ისინი მძარცველებს, აჩანაგებდნენ მათ ვენახებს. 3წითლად შეიღება გმირთა ფარები, მეწამული მოსავთ მეომრებს; ცეცხლებს აკვესებს ეტლების ფოლადი, როცა მზადაა საბრძოლველად, და ირხევიან კვიპაროსის შუბები. 4დაქრიან ქუჩებში ეტლები, მოედნებზე დაგრიალებენ, ჩირაღდნის ალივით ლაპლაპებენ, ელვასავით ელავენ. 5ის მოუხმობს თავის ძლიერებს, მაგრამ სრბოლისას წაიფორხილებენ ისინი, მიაწყდებიან კედლებს და საფარს მოაწყობენ. 6გაიღება მდინარეთა ჭიშკრები და აირ-დაირევა სასახლე. 7გადაწყდა: გაშიშვლდება, გაიტაცებენ! მისი მხევლები მტრედის ხმაზე მოთქვამენ, გულში ხელს იცემენ. 8წყლისგან დაიცალა, ნინევე – წყალსატევი, ისინი კი გარბიან. დადექით! დადექითო! – ეძახიან, მაგრამ არავინ ბრუნდება უკან. 9დაიტაცეთ ვერცხლი! დაიტაცეთ ოქრო! არ დაილევა მდიდრული ნახელავი – ძვირფასი ნივთები. 10გატიალდა, გაოხრდა, გაპარტახდა! დადნა გული და კანკალებს მუხლები, მოსწყდათ წელი, ფერი დაკარგეს. 11სად არის ლომთა ბუნაგი და ბოკვერთა სანავარდო, სადაც დადიოდნენ ხვადი და ძუ ლომები და მათი ბოკვრები, და ვერავინ აშინებდა მათ? 12ლომი გლეჯს თავისი ლეკვებისთვის, და აღრჩობს თავისი ძუსათვის, ნატაცებით ავსებს ბუნაგს და გამოქვაბულს – დაგლეჯილი ნადავლით. 13„აჰა, მითქვამს შენთვის,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი, – „ცეცხლში დავწვავ შენს ეტლს, მახვილი შეჭამს შენს ბოკვრებს. შენს მტაცებლობას აღვკვეთავ ქვეყანაზე და აღარ გაისმება შენი მოციქულების ხმა.“

Currently Selected:

Nahum 2: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in