YouVersion Logo
Search Icon

Malachi 1

1
1განაჩენი. სიტყვა უფლისა ისრაელისადმი მალაქიას მიერ გაცხადებული: 2მე შეგიყვარეთ თქვენ, – გეუბნებათ უფალი, – თქვენ კი ამბობთ: როგორ შეგვიყვარე? განა ესავი და იაკობი ძმები არ იყვნენ? – ამბობს უფალი: – მაგრამ მე იაკობი უფრო შევიყვარე,#რომ 9:13.#ესა 34:5-17; 63:1-6; იერ 49:7-22; ეზკ 25:12-14; 35:1-15; ამო 1:11,12; აბდ 1-14. 3ესავი კი შევიძულე, და გავაუდაბურე მისი მთები და უდაბნოს ტურებს მივეცი მისი სამკვიდრო. 4თუმცა ამბობს ედომი: დარბეული ვართ, მაგრამ კვლავ აღვადგენთ ნაოხარს. აი რას ამბობს ყოვლისშემძლე უფალი: შეიძლება ააშენონ, მაგრამ მე დავანგრევ. და დაარქმევენ მათ ბოროტების მხარეს, ხალხს, რომელსაც სამუდამოდ შემოსწყრა უფალი. 5თქვენი თვალით იხილავთ ამას და იტყვით: დიდებულია უფალი ისრაელის საზღვრებს გარეთაც! 6შვილი პატივს სცემს მამას და ყმა – თავის ბატონს. თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? თუ მათი ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი კრძალვა? თქვენ გეუბნებათ ყოვლისშემძლე უფალი: ჰოი მღვდლებო, ჩემი სახელის შეურაცხმყოფელნო! თქვენ კი ამბობთ: რითი შეურაცხვყავითო შენი სახელი? 7მოგაქვთ წაბილწული პური ჩემს სამსხვერპლოზე და ამბობთ: რითი წაგბილწეთო? იმით, რომ ფიქრობთ: უფლის ტაბლა რა პატივის ღირსიაო. 8ბრმას რომ მწირავთ მსხვერპლად, ცუდი არ არის? კოჭლი და სნეული რომ მოგყავთ, ცუდი არ არის? აბა, მიართვი იგი შენს ხელისუფალს, თუ მოგიწონებს ან თუ კეთილად შემოგხედავს? – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. –#რჯ 15:21. 9ახლა კი ევედრეთ ღმერთს, ვინძლო, შეგვიწყალოს. როგორღა შემოგხედავთ კეთილად, როცა თქვენი ხელიდან გამოდის ეს ძღვენი? – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. 10რატომ არცერთი თქვენგანი არ დახშავს კარიბჭეებს, რომ ფუჭად აღარ ანთებდეთ ცეცხლს ჩემს სამსხვერპლოზე?! არ მეთნევით, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი და არ მივიღებ თქვენი ხელით მორთმეულ ძღვენს. 11რადგან დიდია ჩემი სახელი ხალხებში, მზის აღმოსავალიდან მის დასავალამდე. ყოველ ადგილას უკმევენ საკმეველს ჩემს სახელს და წმიდა ძღვენს მწირავენ, რადგან დიდია ჩემი სახელი ხალხებში, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. – 12თქვენ კი შელახეთ ჩემი სახელი იმით, რომ ამბობთ: უფლის ტაბლა წაბილწულიაო და მასზე შეწირული ძღვენი საკვებად საძულველიო. 13ამბობთ: აჰა, რა დამქანცველიაო ეს საქმე. და გძულთ იგი,#1.13 ზოგ ხელნაწერში: გძულვართ მე – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – მოგყავთ ნატაცები, კოჭლი და სნეული და ეს არის თქვენი ძღვენი – როგორ მივიღებ მას თქვენი ხელიდან?! – ამბობს უფალი. – 14წყეულიმც იყოს ის თვალთმაქცი, ვისაც საღი მამალი პირუტყვი ჰყავს სამწყსოში და შეუთქვამს მას, მაგრამ მის ნაცვლად, ხინჯიანს სწირავს უფალს მსხვერპლად! რადგან დიდებული მეფე ვარ მე, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – და შიშის მომგვრელია ჩემი სახელი ხალხებში.

Currently Selected:

Malachi 1: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in