Genesis 44
44
1და უბრძანა იოსებმა თავის სახლის მოურავს: „აავსე ამ კაცების ტომრები იმდენი საზრდოთი, რამდენის წაღებასაც შესძლებენ, და დაუდევი თითოეულს თავისი ვერცხლი ტომრის პირზე. 2და ჩემი ვერცხლის თასი ჩადევი უმცროსის ტომარაში, და იქვე ჩადე მის მიერ ხორბალში გადახდილი ვერცხლი.“ და მან გააკეთა ისე, როგორც იოსებმა ბრძანა. 3განთიადისას გაუშვეს ეს ხალხი თავიანთი სახედრებით. 4ქალაქს შორს არ იყვნენ გაცილებულნი, რომ იოსებმა უთხრა თავისი სახლის მოურავს: „დაედევნე იმ ხალხს, დაეწიე და უთხარი: ‘ბოროტებით რატომ გადაუხადეთ-თქო სიკეთე? 5რად მოიპარეთ ვერცხლის თასი?#44:5რად მოიპარეთ ვერცხლის თასი? ჩამატებულია სეპტუაგინტას მიხედვით ამით არის, რომ სვამს ჩემი ბატონი. ამით არის, რომ მარჩიელობს. ცუდი საქმე გიქნიათ!’“
6და დაეწია მათ და უთხრა ეს სიტყვები. 7და უპასუხეს მას: „რად ლაპარაკობს ჩემი ბატონი ასეთ სიტყვებს? ღმერთმა დაიფაროს შენი მსახურები ამგვარი საქმის ჩადენისგან! 8ის ვერცხლი, რომელიც ვიპოვეთ ადრე ჩვენს ტომრებში, დაგიბრუნეთ ქანაანის ქვეყნიდან, და ახლა როგორღა მოვიპარავდით შენი ბატონის სახლიდან ვერცხლს ან ოქროს?! 9თუ რომელიმე ჩვენგანს, შენს მსახურთაგანს, აღმოაჩნდება, მოკვდეს იგი, ჩვენ კი დავემონებით ჩვენს ბატონს!“ 10მან თქვა: „თქვენი სიტყვებისამებრ იყოს. ვისაც აღმოაჩნდება, იგი გამიხდეს მონად და დანარჩენები უდანაშაულო იქნებით.“ 11სწრაფად ჩამოიღო თითოეულმა თავისი ტომარა, და მოხსნეს პირი. 12გაჩხრეკა უფროსით დაიწყო და უმცროსით დაამთავრა. და აღმოჩნდა თასი ბენიამინის ტომარაში. 13და შემოიხიეს მათ სამოსელი მწუხარების ნიშნად,#44:13მწუხარების ნიშნად: ჩამატებულია სეპტუაგინტას მიხედვით ხელახლა დატვირთეს თავიანთი სახედრები და უკან დაბრუნდნენ ქალაქში.
14და მივიდნენ იუდა და მისი ძმები იოსების სახლში, ის ჯერ კიდევ იქ იყო, და დაემხნენ მის წინაშე მიწაზე. 15უთხრა მათ იოსებმა: „ეს რა გააკეთეთ? ნუთუ არ იცოდით, რომ ისეთი მისანი კაცი, როგორიც მე ვარ, ყოველივეს გამოიცნობდა?“ 16თქვა იუდამ: „რა ვუთხრათ ჩვენს ბატონს? რა ვთქვათ, რითი ვიმართლოთ თავი? ღმერთმა ჰპოვა შენი მსახურების დანაშაული, და გავხდით ჩვენ მონები ჩვენი ბატონისა, ჩვენც და ისიც, ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი.“ 17და თქვა იოსებმა: „ღმერთმა დამიფაროს ამისაგან! კაცი, რომლის ხელშიც აღმოჩნდა თასი, იქნება ჩემი მონა, თქვენ კი მშვიდობით წახვალთ მამათქვენთან!“
18და მიეახლა მას იუდა, და უთხრა: „გევედრები, ბატონო, ათქმევინე სიტყვა შენს მსახურს, რომ მოისმინოს ჩემი ბატონის ყურებმა. ნუ განურისხდები შენს მსახურს, რადგან შენ ფარაონის ტოლი ხარ! 19ჩემმა ბატონმა გვკითხა მის მსახურთ: მამა ან ძმა თუ გყავთო. 20და ვუთხარით ჩვენ ბატონს, რომ გვყავს მოხუცებული მამა და მისი სიბერის ძე, უმცროსი ძმა, რომელსაც მოუკვდა ძმა და ისღა დარჩა თავისი დედისაგან, და ამიტომაც უყვარს იგი მამამისს. 21და გვითხარი შენს მსახურთ: ჩამოიყვანეთ, ჩემი თვალით ვნახოო. 22და ვუთხარით ჩვენს ბატონს: ‘არ შეუძლია ყმაწვილს მამის მიტოვება, მიატოვებს და კიდეც მოკვდება მამამისი.’ 23მაგრამ შენ გვითხარი შენს მსახურთ: თუ არ ჩამომიყვანთ თქვენს უმცროს ძმას, თვალით ვერ მიხილავთო. 24ჩვენ მივედით მამაჩვენთან, შენს მსახურთან, და გადავეცით ჩემი ბატონის სიტყვები. 25და გვითხრა მამაჩვენმა: ‘დაბრუნდით და იყიდეთ ჩვენთვის მცირედი საზრდო.’ 26ვუთხარით: ‘არ შეგვიძლია წასვლა, ხოლო თუ ჩვენი უმცროსი ძმა იქნება ჩვენთან, მაშინ წავალთ, რადგან, ვერ შევხედავთ იმ კაცს თვალებში, თუ ჩვენი უმცროსი ძმა არ იქნება ჩვენთან.’ 27და გვითხრა შენმა მსახურმა, მამაჩვენმა: ‘თქვენ იცით, რომ ორი ძე მიშვა მე ჩემმა ცოლმა. 28წავიდა ერთი ჩემგან, და ვთქვი: ნამდვილად მხეცმა დაგლიჯა-მეთქი. იგი აქამდე აღარ მინახავს. 29და მიგყავთ ესეც და უბედურება შეემთხვევა გზაზე და სიმწარით ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში.’ 30და ახლა, როცა მივალთ შენს მსახურთან, მამაჩემთან, და ეს ყმაწვილი არ იქნება ჩვენთან, რომლის სულთანაც გადასკვნილია მისი სული, 31დაინახავს, რომ არ არის ყმაწვილი, და მოკვდება, და სიმწარით ჩავიყვანთ შენი მსახურნი მამაჩვენის, შენი მსახურის, ჭაღარას შავეთში. 32რადგან შენმა მსახურმა ჩავიბარე ეს ყმაწვილი მამაჩემისგან, ვთქვი: თუ არ მოგიყვანე იგი, შემცოდე ვიყო-მეთქი მამის წინაშე მთელი სიცოცხლე. 33და ახლა მე, შენი მსახური, დავრჩები მონად ჩემ ბატონთან ამ ყმაწვილის ნაცვლად, ეს ყმაწვილი კი წავიდეს თავის ძმებთან ერთად, 34რადგან როგორ მივიდე მამაჩემთან, თუ ყმაწვილი არ იქნება ჩემთან? ნუმც მოვსწრებივარ უბედურებას, რომელიც მამაჩემს ეწევა!“
Currently Selected:
Genesis 44: ქბსვ
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა