YouVersion Logo
Search Icon

3 John 1

1
1უხუცესი – საყვარელ გაიოსს, რომელიც მიყვარს ჭეშმარიტებაში. #საქ 19:29; რომ 16:23; 1კო 1:14. 2საყვარელო, ვლოცულობ, რომ ყველაფერში კეთილი გზით იარო და ჯანმრთელად იყო, როგორც შენი სული დადის კეთილი გზით. 3რადგან ძალიან გავიხარე, როცა მოვიდნენ ძმები და დაამოწმეს შენი ჭეშმარიტება, თუ როგორ დადიხარ ჭეშმარიტებაში. 4არ არის ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან.
5საყვარელო, ერთგულად აკეთებ ყოველივეს, რასაც ძმებისათვის და უცხოთათვის იღწვი, 6და მათაც დაამოწმეს შენი სიყვარული ეკლესიის წინაშე. კარგს იზამ, თუ ღმერთის წინაშე ღირსეულად გამოისტუმრებ. 7რადგან მისი სახელის გულისათვის წავიდნენ და არაფერი აუღიათ წარმართთაგან. 8ამიტომ გვმართებს ასეთების მიღება, რათა ჭეშმარიტების თანამშრომელნი გავხდეთ. 9მე მივწერე ეკლესიას, მაგრამ დიოტრეფე, მათ შორის პირველობის მსურველი, არ გვიღებს ჩვენ. 10ამიტომ, თუ მოვალ, შევახსენებ მის საქმეებს, რასაც ის აკეთებს, ბოროტ ხმებს რომ გვიყრის, და ამითაც არ კმაყოფილდება; ძმებს არ იღებს და მსურველებსაც უკრძალავს, და დევნის ეკლესიიდან. 11საყვარელო, არ მიბაძო ბოროტს, არამედ კეთილს მიბაძე. კეთილის მოქმედი ღმერთისაგან არის, ბოროტის მოქმედს კი ღმერთი არ უხილავს. 12დემეტრეზე დაამოწმა ყველამ და თვით ჭეშმარიტებამაც. ჩვენც ვამოწმებთ და თავადაც იცი, რომ ჩვენი მოწმობა ჭეშმარიტია.
13ბევრი რამ მქონდა შენთვის მოსაწერი, მაგრამ არა მსურს მოგწერო მელნითა და კალმით. 14ვიმედოვნებ, რომ მალე გნახავ და პირისპირ ვისაუბრებთ. 15მშვიდობა შენდა! მოკითხვას გითვლიან მეგობრები. მოიკითხე მეგობრები სახელდებით.

Currently Selected:

3 John 1: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in