YouVersion Logo
Search Icon

2 Chronicles 1

1
1განმტკიცდა სოლომონი, დავითის ძე, თავის სამეფოში. უფალი, მისი ღმერთი, იყო მასთან და დიდად აღაზევა იგი. 2და მოუხმო სოლომონმა მთელ ისრაელს: ათისთავებს, ასისთავებს, მსაჯულებსა და მთელი ისრაელის ყველა წინამძღოლს, მამისსახლთა თავკაცებს.#2მფ 6:1-17; 1ნშ 13:5-14; 15:25—16:1. 3და გაემართნენ სოლომონი და მასთან ერთად მთელი კრებული იმ გორაკისაკენ, რომელიც გიბეონშია, რადგან იქ იყო სადღესასწაულო კარავი, მოსემ, უფლის მსახურმა, რომ გააკეთა უდაბნოში. 4ხოლო ღვთის კიდობანი დავითს კირიათ-იეყარიმიდან ჰქონდა გადმოტანილი იმ ადგილას, რომელიც მას მოუმზადა დავითმა, რადგან იერუსალიმში დადგა მისი კარავი. 5აგრეთვე ბრინჯაოს სამსხვერპლო, ბეცალელმა, ხურის ძის ურის ძემ რომ გააკეთა, იქვე იყო, უფლის სავანის წინ. და მოძებნეს იგი სოლომონმა და კრებულმა.#გამ 38:1-7. 6და იქ სოლომონმა უფლის წინაშე, ბრინჯაოს სამსხვერპლოზე, სადღესასწაულო კარვის წინ რომ არის, ათასი სრულადდასაწველი აღავლინა.
7იმ ღამეს გამოეცხადა ღმერთი სოლომონს და უთხრა: „მთხოვე, რა გინდა, რომ მოგცე.“ 8და უთხრა სოლომონმა ღმერთს: „დიდად სწყალობდი მამაჩემს, დავითს, მის ნაცვლად კი მე გამამეფე. 9უფალო ღმერთო, ახლა აღსრულდეს შენი სიტყვა, დავითს, მამაჩემს, რომ უთხარი, რაკიღა ქვიშასავით რიცხვმრავალ ხალხზე გამამეფე.#დაბ 13:16; 28:14. 10ბარემ სიბრძნე და ცოდნაც მომეცი, რომ შევდიოდე და გამოვდიოდე ხალხის წინაშე, რადგან ვის შეუძლია განაგოს შენი ერი ესოდენ მრავალრიცხოვანი?“ 11და უთხრა უფალმა სოლომონს: „რაკი გულში ეს გქონდა და არ ითხოვე სიმდიდრე, ქონება, დიდება, შენი მტრების სული, და არც ხანგრძლივი სიცოცხლე ითხოვე, არამედ მხოლოდ სიბრძნე და ცოდნა გამომთხოვე სამართავად ჩემი ერისა, რომელზედაც მე გაგამეფე, 12გეძლევა სიბრძნე და ცოდნა. და ისეთ სიმდიდრეს, ქონებასა და დიდებას მოგანიჭებ, რომლის მსგავსი არც შენს წინამორბედ მეფეებს ჰქონიათ და არც შენს შემდეგ ექნება ვინმეს.“ 13გიბეონში რომ გორაკია, იქიდან ჩავიდა სოლომონი იერუსალიმში საკრებულო კარვიდან და მეფობდა ისრაელზე. 14და თავი მოუყარა სოლომონმა ეტლებსა და ცხენოსნებს, ჰყავდა 1400 ეტლი და 12 ათასი ცხენოსანი. და განალაგა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში და იერუსალიმში, თავისთან.#3მფ 4:26. 15ოქრო-ვერცხლი ქვიშასავით ეყარა იერუსალიმში, ხოლო კედარი – სიკომორის ხესავით, დაბლობებში რომ იზრდება. 16სოლომონის ცხენები ეგვიპტიდან და კევედან იყო ამოყვანილი. მეფის ვაჭრები კევეში ყიდულობდნენ ფულით. 17ეტლები 600 ვერცხლად ამოჰყავდათ ეგვიპტიდან, ხოლო ცხენები – 150 ვერცხლად. ამავე ფასში მოჰქონდათ თავიანთი ხელით ხეთელთა და არამელთა მეფეებისთვისაც. #რჯ 17:16.

Currently Selected:

2 Chronicles 1: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in