YouVersion Logo
Search Icon

Revelation 15

15
1და ვიხილე სხვა ნიშანი ცაში, დიდი და საკვირველი: შვიდი ანგელოზი შვიდი უკანასკნელი წყლულით, რომლებითაც თავდებოდა ღმერთის რისხვა.
2და ვიხილე მსგავსი შუშის ზღვისა, ცეცხლნარევი, და მძლეველნი მხეცისა, მისი ხატისა და მისი სახელის რიცხვისა, იდგნენ შუშის ზღვაზე და ეპყრათ ღმერთის ქნარები. 3და გალობდნენ ღვთისმსახური მოსეს გალობას და კრავის გალობას და ამბობდნენ: „დიდია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო! სამართლიანი და ჭეშმარიტია შენი გზები, ერთა მეუფეო! #გამ 15:1. 4ვის არ შეეშინდება შენი, უფალო, და არ ადიდებს შენს სახელს? რადგან მხოლოდ შენა ხარ წმიდა. ყველა მოდგმა მოვა და თაყვანს გცემს შენ, რადგან გამოჩნდნენ შენი სამართალნი.“ #იერ 10:7; ფს 85:9.
5ამის შემდეგ ვიხილე: აჰა, გაიხსნა მოწმობის კარვის ტაძარი ზეცაში. #გამ 38:21. 6და გამოვიდა ტაძრიდან შვიდი ანგელოზი, შვიდი წყლულის მქონე, წმიდა და ბრწყინვალე სელის სამოსით მოსილი, რომელთაც მკერდზე ოქროს სარტყლები ერტყათ. 7ოთხ ცხოველთაგან ერთმა მისცა შვიდ ანგელოზს ოქროს შვიდი ფიალა, უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი ღმერთის რისხვით ავსებული. 8და აივსო ტაძარი კვამლით, რომელიც გამოდიოდა ღმერთის დიდებისა და მისი ძალისაგან და ვერავინ შეძლო ტაძარში შესვლა, ვიდრე არ დასრულდა შვიდი ანგელოზის შვიდი წყლული. #გამ 40:34; 3მფ 8:10,11; 2ნშ 5:13,14; ესა 6:4.

Currently Selected:

Revelation 15: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy