YouVersion Logo
Search Icon

Revelation 12

12
1და გამოჩნდა ცაში დიადი ნიშანი: ქალი, რომელსაც ემოსა მზე. და მის ფეხთით იყო მთვარე და მის თავზე გვირგვინი 12 ვარსკვლავით. 2და იყო ფეხმძიმედ და ყვიროდა, და იტანჯებოდა მშობიარობის ტკივილებით. 3და გამოჩნდა სხვა ნიშანიც ცაში: აჰა, დიდი წითელი ურჩხული, რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა, და თავებზე შვიდი დიადემა. #დან 7:7. 4და მისმა კუდმა ციდან წამოათრია ვარსკვლავების მესამედი და მოისროლა მიწაზე. და დადგა ურჩხული ქალის წინ, რომელსაც უნდა ემშობიარა, რათა, როგორც კი შობდა, გადაეყლაპა მისი ნაშობი. #დან 8:10. 5და შვა ძე, ვაჟი, რომელმაც უნდა დამწყსოს ყველა ერი რკინის კვერთხით. და ატაცებულ იქნა მისი ყრმა ღმერთთან და მის ტახტთან. #ესა 66:7; ფს 2:9. 6და გაიქცა ქალი უდაბნოში, სადაც მისთვის მომზადებული იყო ადგილი ღმერთისგან, რათა იქ გამოკვებილი ყოფილიყო იგი 1260 დღეს.
7და შეიქნა ცაში ბრძოლა: მიქაელი და მისი ანგელოზები შეებრძოლნენ ურჩხულს. და იბრძოლეს ურჩხულმა და მისმა ანგელოზებმა, #დან 10:13,21; 12:1; იუდ 9. 8მაგრამ ვერ გაუძლეს და არ აღმოჩნდა მათთვის ადგილი ცაში. 9და გადმოგდებულ იქნა დიდი ურჩხული, ძველი გველი, რომელსაც ეწოდება ეშმაკი და სატანა, მთელი მსოფლიოს მაცდუნებელი. და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად. #დაბ 3:1; ლკ 10:18.
10და გავიგონე დიდი ხმა, რომელიც ამბობდა ცაში: „ახლა იქმნა ხსნა, ძალა და მეფობა ჩვენი ღმერთისა და მისი ქრისტეს ხელმწიფება, რადგან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ცილისმწამებელი, რომელიც ცილს სწამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღმერთის წინაშე. #იობ 1:9-11; ზაქ 3:1. 11და მათ გაიმარჯვეს მასზე კრავის სისხლით და თავიანთი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს თავისი სული თვით სიკვდილამდე. 12ამიტომ, იხარეთ, ცანო, და თქვენ, ვინც მათში ბინადრობთ! და ვაი მიწასა და ზღვას, რადგან თქვენთან გადმოვიდა ეშმაკი დიდი წყრომით, რადგან იცის, რომ მცირე დრო აქვს.“
13და როცა დაინახა გველეშაპმა, რომ გადმოგდებულ იქნა დედამიწაზე, დაედევნა ქალს, რომელმაც შვა ვაჟი. 14და მიეცა ქალს დიდი არწივის ორი ფრთა, რათა უდაბნოში გაფრენილიყო თავისი ადგილისაკენ, სადაც გამოიკვებება ჟამის, ორი ჟამის და ნახევარი ჟამის განმავლობაში, გველისაგან შორს. #დან 7:25; 12:7. 15და გადმოანთხია გველმა პირიდან წყალი ქალის კვალდაკვალ, როგორც მდინარე, რათა მდინარეს წაელეკა იგი. 16და შეეწია დედამიწა ქალს. დააღო პირი მიწამ და შთანთქა მდინარე, რომელიც ურჩხულმა გადმოანთხია პირიდან. 17და განრისხდა ურჩხული ქალზე და წავიდა, რათა შებრძოლებოდა დანარჩენებს მისი თესლიდან, რომლებიც იცავენ ღმერთის მცნებებს და აქვთ იესოს მოწმობა.
18და დადგა ურჩხული ზღვის ქვიშაზე.

Currently Selected:

Revelation 12: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy