Mark 11
11
1და როდესაც მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთბაგეს და ბეთანიას, ზეთისხილის მთასთან, გაგზავნა ორნი თავის მოწაფეთაგან. 2და უთხრა მათ: „წადით სოფელში, რომელიც თქვენს წინ არის. როგორც კი შეხვალთ, მყისვე იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზეც ჯერ ადამიანი არ შემჯდარა. ახსენით და მომიყვანეთ. 3და თუ ვინმემ გითხრათ: ‘ამას რას აკეთებთ?’ უთხარით, რომ უფალს სჭირდება და მალე დააბრუნებს.“ 4წავიდნენ და იპოვეს ქუჩაში კართან დაბმული ჩოჩორი, და აუშვეს იგი. 5იქ მდგომთაგან ზოგიერთმა უთხრა მათ: „რას აკეთებთ, რატომ აუშვით ჩოჩორი?“ 6მათაც უთხრეს, როგორც დააბარათ იესომ, და მოეშვნენ მათ. 7და მიჰგვარეს ჩოჩორი იესოს. ზედ თავიანთი ტანისამოსი დაუფინეს და შეჯდა მასზე. 8ბევრი უფენდა მას გზაზე თავის ტანისამოსს, ზოგი კი მინდორში მოჭრილ ტოტებს. 9წინ მიმავალნი და უკან მიმყოლნიც იძახდნენ: „ოსანა! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი! #ფს 117:26. 10კურთხეულ არს ჩვენი მამის, დავითის, მომავალი სამეფო! ოსანა, მაღალთა შინა!“ 11და შევიდა იესო იერუსალიმში, ტაძარში, და მოათვალიერა ყველაფერი. უკვე გვიან იყო და გავიდა ბეთანიისაკენ თორმეტთან ერთად.
12მეორე დღეს, ბეთანიიდან რომ გავიდნენ, მოშივდა. 13და დაინახა შორიდან შეფოთლილი ლეღვის ხე და წავიდა მისკენ, რომ ზედ რამე ეპოვა. რომ მივიდა, ვერაფერი იპოვა ფოთლების მეტი, რადგან არ იყო ლეღვობის ჟამი. 14და უთხრა მას: „ნუღარავინ ჭამოს უკუნისამდე შენი ნაყოფი!“ და გაიგონეს მისმა მოწაფეებმა.
15მივიდნენ იერუსალიმში და შევიდა ტაძარში იესო და დაიწყო გამყიდველთა და მყიდველთა გამოყრა ტაძრიდან. ფულის მცვლელეთა დახლები და მტრედების გამყიდველთა მერხები ააყირავა. 16და არავის ანებებდა, რაიმე გაეტარებინათ ტაძარზე. 17ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: „განა არა წერია: ‘ჩემი სახლი ყველა ერის სამლოცველო სახლად იწოდება’? თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ.“ #ესა 56:7; იერ 7:11. 18და გაიგონეს მღვდელმთავრებმა და ეძებდნენ გზას, როგორ დაეღუპათ იგი, რადგან ეშინოდათ მისი, რაკი მთელი ხალხი განცვიფრებული იყო მისი მოძღვრებით. 19როდესაც მოსაღამოვდა, გავიდნენ ქალაქიდან.
20როდესაც დილით ჩაიარეს და დაინახეს, რომ ლეღვი ფესვებამდე გამხმარიყო, 21გაახსენდა პეტრეს და ეუბნება მას: „რაბი, აჰა, ის ლეღვი, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა.“ 22მიუგო იესომ და ეუბნება მათ: „იქონიეთ ღმერთის რწმენა. 23ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც ეტყვის ამ მთას: ‘აიწიე და ზღვაში ჩავარდი,’ და გულში არ შეეჭვდება, არამედ ირწმუნებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, აუსრულდება მას. #მთ 17:20; 1კო 13:2. 24ამიტომ გეუბნებით თქვენ: გწამდეთ, რომ ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, მიიღებთ და თქვენი იქნება. 25და როდესაც ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, თუკი რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა მამამაც, რომელიც ზეცაშია, მოგიტევოთ თქვენი შეცოდებანი. #მთ 6:14,15. 26ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ, არც თქვენი მამა, რომელიც ზეცაშია, მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.“
27და მივიდნენ კვლავ იერუსალიმში და როდესაც ტაძარში მიმოდიოდა, მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და უხუცესნი მივიდნენ მასთან. 28და უთხრეს მას: „რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას? ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“ 29იესომ უთხრა მათ: „მეც გკითხავთ ერთ სიტყვას და მიპასუხეთ, და მეც გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. 30იოანეს ნათლისცემა ზეციდან იყო თუ ადამიანთაგან? მიპასუხეთ.“ 31და ბჭობდნენ ერთმანეთში: „თუ ვიტყვით, – ზეციდან, გვეტყვის, მაშ რატომ არ ირწმუნეთ მისი? 32მაგრამ თუ ვიტყვით, – ადამიანთაგან, – საშიშია, – რადგან ყველა ფიქრობდა, რომ იოანე წინასწარმეტყველი იყო.“ 33მიუგეს იესოს და უთხრეს: „არ ვიცით.“ და იესომ უთხრა მათ: „არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.“
Currently Selected:
Mark 11: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013