YouVersion Logo
Search Icon

ამოს. 6

6
უბედურება სიონზე უზრუნველთ
1ვაი, უზრუნველთ სიონზე და უდარდელთ სამარიის მთაზე; სახელოვანთ უპირველეს ხალხში, ვისთანაც მიდის ისრაელის სახლი!
2მოიარეთ ქალნე და ნახეთ, იქიდან დიდი ხამათისკენ გასწიეთ და ფილისტიმელთა გათში ჩადით; ნუთუ თქვენზე უკეთესია ეს სამეფოები? ან თქვენს საზღვრებზე ვრცელია მათი საზღვრები?
3ხომ არ გგონია, დააცდევინო უბედურების დღეს? ან დააჩქარო მძლავრობის სუფევა?
4განისვენებენ სპილოს ძვლის საწოლზე და ნებივრობენ თავიანთ სარეცელზე; ფარის ცხვარსა და ბაგაზე დაბმულ ხბორებს ჭამენ.
5ქნარს აჟღრიალებენ და დავითივით მგალობლებად მოაქვთ თავი.
6სამსხვერპლო თასებიდან სვამენ ღვინოს, საუცხოო ზეთებს იცხებენ, არ ადარდებთ იოსების უბედურება.
7ამიტომაც ტყვედ წავლენ ახლა, ტყვეთა თავში მოქცეულნი, და ნებიერთა სიხარულის ხმა შეწყდება.
8დაიფიცა უფალმა ღმერთმა თავისი თავი, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: „მძულს იაკობის ამპარტავნება და მეზიზღება მისი დარბაზები; ამიტომაც გავცემ ქალაქს და მის სისავსეს.“
9მოხდება ისე, თუ ათი კაცი დარჩა ერთ სახლში, დაიხოცებიან ყველანი.
10როცა ნათესავი ან ჭირისუფალი აიღებს მათ, რომ სახლიდან გაიტანოს მათი ძვლები, და ეტყვის სახლის შიგნით მყოფს, თუ დაგრჩა ვინმეო, ისიც უპასუხებს: არავინო, უთხრას: „ჩუმად! რადგან არ ეგების უფლის სახელის ხსენება.“
11რადგან, აჰა, უფალი ბრძანებს და დააქუცმაცებს დიდ სახლებს და გააცამტვერებს პატარა სახლებს.
12თუ ურბენიათ ცხენებს კედლებზე, ან თუ უხნავთ ისინი ხარებით? თქვენ კი შხამად აქციეთ სამართალი და აბზინდად – სიმართლის ნაყოფი.
13ჰე, ამაოებით მოხარულნო, რომ ამბობთ, განა ჩვენი ძალით არ შევიძინეთ რქებიო?
14რადგან აჰა, აღვძრავ ხალხს შენს წინააღმდეგ, ისრაელის სახლო“, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, – და მიგკუწავს ხამათის მისადგომიდან უდაბნოს ხევამდე.

Currently Selected:

ამოს. 6: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in