და მიეცა ქალს დიდი ორბის ორი ფრთა, რათა უდაბნოში გაფრენილიყო თავისი ადგილისაკენ, სადაც გამოიკვებება ჟამის, ორი ჟამის და ნახევარი ჟამის განმავლობაში, გველისაგან შორს. და გადმოანთხია გველმა პირიდან წყალი ქალის კვალდაკვალ, როგორც მდინარე, რათა მდინარეს წაელეკა იგი. და შეეწია დედამიწა ქალს. დააღო პირი მიწამ და შთანთქა მდინარე, რომელიც ურჩხულმა გადმოანთხია პირიდან.