1
Revelation 6:8
ბიბლია
და ვიხილე, და აჰა, ფერმიხდილი ცხენი და მისი მხედარი, რომლის სახელი სიკვდილია. და ჯოჯოხეთი მოჰყვებოდა მას და მიეცათ ხელმწიფება დედამიწის მეოთხედ ნაწილზე, რომ დაეხოცათ მახვილით და შიმშილით, ჭირით და მიწის მხეცებით.
Compare
Explore Revelation 6:8
2
Revelation 6:2
და ვიხილე, და აჰა, თეთრი ცხენი და ზედ მხედარი, რომელსაც ეჭირა მშვილდი და მიეცა გვირგვინი, და გამოვიდა გამარჯვებული და რათა გაემარჯვა.
Explore Revelation 6:2
3
Revelation 6:9
და როცა მეხუთე ბეჭედი ახსნა, სამსხვერპლოს ქვეშ დავინახე ღმერთის სიტყვისათვის და მათთვის მიცემული მოწმობისათვის დახოცილთა სულები.
Explore Revelation 6:9
4
Revelation 6:10-11
და დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: „როდემდის, მეუფეო წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და არ იძიებ შურს დედამიწის მკვიდრებზე ჩვენი სისხლისათვის?“ და მიეცა თითოეულ მათგანს სპეტაკი სამოსი და ეთქვა, რომ დამშვიდებულიყვნენ კიდევ ცოტა ხანს, ვიდრე მათი თანამსახურნი და მათი ძმები, რომელნიც მათსავით მოკლულნი იქნებიან, არ შეასრულებენ რიცხვს.
Explore Revelation 6:10-11
5
Revelation 6:4
და გამოვიდა სხვა ცხენი, ცეცხლივით წითელი და მიეცა მის მხედარს დედამიწიდან მშვიდობის აღების ნება, რათა ერთმანეთი დაეხოცათ და მიცემული ჰქონდა დიდი მახვილი.
Explore Revelation 6:4
6
Revelation 6:17
რადგან მოვიდა მათი დიდი რისხვის დღე და ვინ გაუძლებს?“
Explore Revelation 6:17
7
Revelation 6:12-13
და ვიხილე, როცა მეექვსე ბეჭედი ახსნა, აჰა, მოხდა დიდი მიწისძვრა, მზე გაშავდა, როგორც ჯაგრის ძაძა, და მთვარე მთლიანად სისხლივით გახდა. და ცის ვარსკვლავები მიწაზე ჩამოცვივდნენ, როგორც ძლიერი ქარით შერხეულ ლეღვის ხეს სცვივა ნაყოფი.
Explore Revelation 6:12-13
8
Revelation 6:5-6
და როცა მესამე ბეჭედი ახსნა, გავიგონე ხმა მესამე ცხოველისა, რომელიც ამბობდა: „მოდი!“ და ვიხილე, და აჰა, შავი ცხენი და მის მხედარს ხელში სასწორი ეჭირა. და ოთხი ცხოველის შუაგულიდან გავიგონე ხმა, რომელიც ამბობდა: „საწყაო ხორბალი – დინარად და სამი საწყაო ქერი – დინარად, ხოლო ზეთსა და ღვინოს ნუ ავნებ!“
Explore Revelation 6:5-6
9
Revelation 6:14-15
და ცა გრაგნილივით დაიგრაგნა. ყოველი მთა და კუნძული თავისი ადგილიდან დაიძრა. და დედამიწის მეფენი და მთავარნი და ათასისთავნი და მდიდარნი და ძლიერნი და ყოველი მონა და თავისუფალი შეეფარნენ მთის გამოქვაბულებს და კლდეებს.
Explore Revelation 6:14-15
Home
Bible
Plans
Videos