მიუგო იესომ: „პირველი მცნებაა, – ისმინე, ისრაელო! – უფალი, ღმერთი ჩვენი, ერთადერთი უფალია; შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი ძალით. ეს არის პირველი მცნება. მეორე არის: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. ამათზე დიდი მცნება არ არსებობს.“